ოოო რა კანფეტივით თემაა, მადლობა, ბასა!
ესე იგი, ჩემი ტკივილი და წუხილი რა,

მოკლედ შევეცდები ჩემი სათქმელი ჩამოვაყალიბო
პირველ რიგში, ჩემი აზრით, სახელმწიფოში უნდა იყოს შექმნილი პირობები საშუალო ფენისთვის, რომელსაც შაბათკვირას ელემენტარულად სურვილი ექნება, რომ სტადიონზე წავიდეს, და იმდენად გათოშილი არ იქნება რომ ამაზე არ ფიქრობდეს
პოლიტიკურ განცხადებებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ სპორტზე.
ჩვენს თანამედროვე სპორტში, ჩემი აზრით, სტაგნაციის პერიოდი. რავქნა ისევ პოლიტიკამდე მივდივარ და ბიზნესი წნეხისგან არ არის გათავისუფლებული და ის რამდენიმე კომპანიაც, ვინაც ფული ჩადო ქართულ სპორტში, პირდაპირ კავშირშია, ვიცით, ვისთანაც.
პირიქით, სახელმწიფო მოტივაციას უნდა აძლევდეს ბიზნესს, და ავალებდეს კიდეც, რომ ფული სპორტში ჩადონ
ამას ემატება სფფ-ს უნიათობა. რომელსაც, ელემენტარულად ისეთი სახეები შეადგენენ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.

რატომ უნდა გაუჩნდეს ფანს სტადიონზე მისვლის სურვული, როცა არ არსებობს ელემენტარული პირობები
ფანები კიარა, ფეხბურთელები დარბიან რაღაც საშინელი მაიკებით და ფან ატრიბუტიკაზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
დაფინანსება დაფინანსება და პირობები! ეს არის მთავარი!
ფეხბურთში არ ტრიალებს ფული , და ამას მე ვერ ვუზრუნველყოფ.
მოკლედ, არაფერზე ლაპარაკი არ ღირს, მანამ, სანამ საერთო ფონი და სიტუაცია არ შეიცვლება
არარსებულია, ბუნებაში წარმოუდგენელი ეგეთი რამე, რომ სპორტის სამინისტრო, სფფ, კლუბები და ბიზნესმენები, ბოდიში და ყვერებს იფხანდნენ და ამასობაში ფანები გუგუნებდნენ.
ხიზანას ნათქვამსაც ეხება ეს, სხვათა შორის. რო გადაგვიარ გადმოგვიარა იმ დღეს.
ახლა რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს
აზერები და სომხები არ ვიცი, მაგათაც არანაკლებ უყვართ ალბათ, ფეხბურთი, მაგრამ რავი, მაგათზე მაღლა კი ვაყენებ ქართველ ფანებს.
თუმცა, ეს სიტუაცია რაც ჩვენთანაა, ალბათ ყველაზე უარესია მეზობელ ქვეყენბს შორის
რუსეთი - დიდი სახელმწიფო, ბეეევრი ფანი და დიდი ფული
ეს ქმნის იმას, რაც არის რუსეთში. რისი შექმნაც, ხელოვნურადაც შეიძლება
თუმცა კი, ერთი სიამოვნებაა პიტერელების მოსმენა თამაშის წინ, როცა მღერიან. მაგრამ ესეც მიღწევადია, მთაარია მონდომება
თურქეთი - აი ამათ რაც აქვთ, ეგ კი ძნელი მისაღწევია, თუ ბუნებრივად არ გაქვს
კარსის ფანებს რომ უყურებ, ინკუპატორივით არის, ყველა 1ნაირად იქცევა
თუმცა ამის ახსნაც იმაშია, რომ ფეხბურთი განავითარეს თურქებმა და შესაბამისად განვითარდა ფანობაც.
ჩვენთან კი, წელიწადში 2 სტადიონის გაკრასკვა რომ გვიხარია და ფოთის სტადიონს რომ სტადიონს ვეძახით, (ჩვენ რა.. მთავარნი ამა სპორტისანი) და შსს-ს მიერ გუნდის ყიდვას, ქართულ ფეხბურთში ჩადებულ ფულს ეძახიან, აი , ეგ, მაგრად ტეხავს რა, და ფეხბურთს ოდნავადაც ვერ ავითარებს
მოკლედ, საჭიროა, ერთიანად, ყველა გუნდში, ყველა რაიონსა და რეგიონში, ყველა სპორტსმენის მიმართ თანაბარი, ერთიანი მიდგომა, მაქსიმალურად წახალისება ბიზნესმენებისა,
ჯერ უნდა იზრუონ იმათ ვისაც ეს კანონისმიერად ევალებათ
და მერე ვისაუბროთ იმათზე,ვისაც ეს მორალურად ევალებათ. (ფანებს)
მოკლედ,ჯერჯერობით,იმედიც არ გვქონდეს რუსებთან და თურქებთან გატოლების

ესტეთიკის და რაოდნეობის მხრივ , თორემ არავიზე ნაკლები ჟინი და გამარჯვების წყურვილი არ გვაქ.
* * *

.