არგენტინის სასამართლომ მორიგ სასამართლო პროცესზე,რომელიც იყო დაკავშირებული ე.წ. ეროვნული განახლების პროცესის(1976-1983 წლებში არგენტინაში მოქმედი სამხედრო რეჟიმი) დროს არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში იმ პატიმართა,რომლებიც დაკავების მომენტში იყვნენ ორსულად და ბანაკებში იმშობიარეს,ბავშვების არალეგალურ გაშვილებასთან. მოცემულ სასამართლო პროცესზე გასამართლდა ყოფილი სამხედრო რეჟიმის 11 ფუნქციონერი,მათ შორის ყოფილი სახელმწიფოს მეთაურები გენერალი ხორხე რაფაელ ვიდელა და გენერალი რეინალდო ბინიონე(ორივე მათგანს უკვე მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა),სასამართლომ ორივე დამნაშავედ სცნო და შესაბამისად,ვიდელას მიესაჯა პატიმრობა 50 წლით,ხოლო ბინიონეს 15 წლით,ამას გარდა სხვა ბრალდებულთა მიმართ სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილებები გამოიტანა:
ადმ. ანტონიო ვანეკი,საზღვაო ატაშე ამერიკაში - 40 წელი
ხორხე ედუარდო აკოსტა - საზღვაო სკოლასთან არსებული საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი - 30 წელი
გენ.სანტიაგო რივეროსი- სამხედრო ჰოსპიტალის გამგე -20 წელი
კაპიტანი ვიქტორ გალო -15 წელი
ხუან ანტონიო ასიზი -საზღვაო სკოლაში არსებული ბანაკის ოფიცერი-14 წელი
ხორხე მანიაკო - ამავე ბანაკის ექიმი-10 წელი
სუსანა ინეს გალო-ვიქტორ გალოს ყოფილი ცოლი-5 წელი.
http://m.bbc.co.uk/news/world-latin-america-18731349 This post has been edited by salvatore on 7 Jul 2012, 13:00
მიმაგრებული სურათი
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.