ბოლო დროს გავრცელდა უამრავი ჭორი, რომელთა მიხედვითაც ''სანტოსისა'' და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნეიმერი რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელებდა კარიერას. მოგეხსენებათ, რომ 2 წლის მანძილზე მის შეძენას ისეთი ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები - მადრიდის ''რეალი'' და კატალონიის ''ბარსელონა'' ცდილობდნენ. ამავე დროს ახალგაზრდა ტალანტის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო, რადგან თავად ნეიმარსაც არ სურდა ერთ-ერთ ესპანურ გრანდში თამაში. ამის შემდეგ აქტიურობა უკვე იტალიურმა მხარემ, კერძოდ კი ტურინის ''იუვენტუსმა'' დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ აქაც საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა, რაც საფეხბურთო წრეებში აქტუალური თემად იქცა. საქმე კი იმაშია, რომ ნეიმარისადმი ინტერესი გამოიჩინა ლონდონის ''არსენალმა'', რომლის მთავარი მწვრთვნელი არსენ ვენგერი ცნობილია თავისი სიმპატიებით ახალგაზრდა ტალანტების მიმართ. გარდა ამისა ნეიმარისთვის ბრძოლაში ბრემენის ''ვერდერიც'' ჩაერთო (მოგეხსენებათ რამდენად სურს ტომას შააფს საკუთარი გუნდის რიგებში ახალი მოთამაშეების ხილვა). მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნეიმარს ინგლისის მოქალაქეობა შესთვაზა. ამდენი მაცდური წინადადების მიუხედავად სამხრეთ ამერიკელმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. ეს გენიოსად წოდებულმა კონტემ გაიგო და ყველაფერი ტურინელ გულშემატკივრებს შეატყობინა, რომლებმაც ამაზე რეაგირება მოახდინეს, კერძოდ კი ერთ-ერთმა ტიფოზმა ერთ-ერთ ფორუმზე ინგლისის ეროვნულ ნაკრები, ლონდონის არსენალი და ბრემენის ვერდერი დატყნულ გუნდებად მოიხსენია. თითქოს ნეიმარს მეორე დღეს უკვე ტურინელებთან უნდა ევარჯიშა, თუმცა... თუმცა მოხდა ის რასაც არავინ ელოდა. ბრაზილიის ნაკრების მოთამაშე ''ბოლტონში'' გადაბარგდა და იგი ახალ სეზონს სწორედ ამ კლუბთან ერთად დაიწყებს.
''ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ კლუბში ავღმოჩნდი და ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე. იმედი მაქვს, რომ ბოლტონს პრემიერლიგაში დაბრუნებას ამ სეზონის ბოლოს მოახერხებს, ამისთვის კი მე ყველაფერს გავაკეთებ'', - აღნიშნა ნეიმარმა.
მოკლედ, ყველაფერი საკმაოდ არეულია, ხოლო თუ რომელია აქედან დატყნული გუნდი - ამას ფაქტები გვიდასტურებს...
This post has been edited by Aliх on 6 Jul 2012, 03:56