თემისადმი დიდი ინტერესიდ გამო საიტზე
http://agrokavkaz.ge/ დავდეთ სტატია, სადაც საფუძვლიანადა მიმოხილული, ევროასოცირების პირობებში ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობები.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა. ხელშეკრულებას თან ახლავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დოკუმენტი (DCFTA), რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ლიბერალიზაციას გულისხმობს და 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
თუმცა, ქართულმა პროდუქციამ ევროპელ მომხმარებლებამდე რომ მიაღწიოს, მას მკაცრი კონტროლის გავლა მოუწევს. პირველ რიგში, მისი ხარისხი ევროპულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.
ამისთვის კი საქართველოს მთავრობამ არაერთი კომპლექსური პრობლემა უნდა მოაგვაროს: ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციიდან დაწყებული (სურსათის უვნებლობა/სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; სამრეწველო საქონლის ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები; სახელმწიფო შესყიდვები; ენერგეტიკა; საფოსტო და კურიერული მომსახურების, საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ მომსახურების სფეროები; საბაჟო პოლიტიკა და ა.შ.), ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის გაზრდით დასრულებული...
...ამასთან, ევროპულ ბაზარზე ზღვრული რაოდენობით შევა 15 დასახელების პროდუქტი, რომელთაც ევროკავშირის მოთხოვნით გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმებს დაქვემდებარებული პროდუქტების სტატუსი აქვს: საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი _ 4400 ტონა, ფრინველის ხორცი _ 550 ტონა, მარცვლოვანები _ 200 000 ტონა, ალაო და ხორბლის წებოვანა _ 330 ტონა, სახამებლები _ 550 ტონა, შაქარი _ 8 000 ტონა, რძის ნაწარმი _ 1650 ტონა, კვერცხი ნაჭუჭით _ 6600 ტონა (132 მილიონი ცალი X 50 გრ = 6600 ტონა), კვერცხები და ალბუმინები _ 330 ტონა, სოკოები _ 220 ტონა, ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები _ 2200 ტონა, ტკბილი სიმინდი _ 1500 ტონა, სიგარეტები _ 500 ტონა. სანაცვლოდ, ევროპულ პროდუქტს საქართველოში შემოტანისას შეზღუდვები მთლიანად მოხსნილი ექნება...
იხილეთ სრულად
http://agrokavkaz.ge/eu_geo/qarthuli-produ...is-bazarze.html This post has been edited by agrokavkaz on 7 Sep 2014, 00:29