გამარჯობათ ფორუმელებო
ხო ხართ მაგრად?
ახლა ცოტა განიტვირთეთ არაპოლიტიკური თემა მოიდააა.. თუმცა მამენტ პოლიტიაკც ურტყამს შიგნით...
ესე იგი დღეს ვიყავი და დავათვალიერე პრომეთეს მღვიმედ წოდებული კარსტული მიწისქვეშა გვირაბი.. მოკლედ ძაან მაგარი რამეა... 1300 მეტრია ჯერ ათვისებული და იქნება გაცილებით უფრო დიდი სადღაც 25 კილომეტრამდეო რავიცი..
მოკლედ დავიწყოთ...
გზა.... მშვენიერი გზა არის გაკეთებული ერთს რო არ შეიგინებით ისეთი...ქუთაისიდან არის 20 კილომეტრი წყალტუბოდან 8 ცხუნკურისკენ მიმავალ გზაზე...
ტრანსპორტი... ოოო.. აქ ცოტა სტოპ ერთადერთი სამარშრუტო ტაქსი დადის..წყალტუბოს ავტოსადგურიდან რომელიც მდებარეობს წყალტყუბოს ბაზრის უკან....დილის 7 ზე მერე 11 ის ნახევარზე მერე 2 ზე და მერე რავიცი.. მაგრამ მე პირადად 1 საათზე გავყევი .. შეივისო და წავიდა ანუ.. მაინც არა უშავს რა..
კარგი იქნებოდა ტრანსპორტს ქუთაისიდანც რომ ევლო უფრო მოხერხებული იქნებოდა და მეტი ხალხიც ივლიდა... მაგრამ ჯერ მღვიმე სატესტო რეჟიმშია თანაც დათვალიერება უფასოა და ალბათ მერე რაღაც შეიცვლება.....
ახლა ექსკურსიამძღოლები... ერთი წინ მიგიძღვება მეორე ბოლოს ვინმე რო არ დარჩეს საცალფეხო ბილიკზე... გზადაგზა რამდენიმე დარბაზია და იქ საუბრობენ ცოტას.. ნუ ბევრი ალბათ არცაა საჭირო მაგრამ მაინც.. თუ რამეს კითხავ ისე დიდი ენთუზიაზმით გპასუხობენ...ეტყობათ რომ ჭკვიანი ახლაგაზრდები არიან....სურათების გადაღება შეიძლება მაგრამ ელვა განათებით თუ ფლეში თუ რაღაც როა ვსპიშკა იმითი არაო ახურებენ.. ვკითხე ბოლოში რო მოგვყვებოდა იმ გოგოს რატო თქო და ისაო ფოტოსინთეზიო ხდებაო და აზიანებსო... არ ვიცი ალბათ მასეა თუმცა არ მგონია რამეს აზიანებდეს...მასე განათებებიც დააზიანებდა...
ხო მართლა განათებები არის ძალიან დაბალი დონის... ანუ უფერული განათებები და. არანაირ ეფექტს არ ანიჭებს სტალგმიტებს და სტალაქტიტებს არადა არის ერთი დარბაზი სიყვარულის დარბაზი ქვია ვითომ რაღაც ქალღმერთს გავსო სტალაგმიტი ხოდა.. ის არის ფერებში განათებული მაგრამ ვერ ვიტყვი რო გემოვნებით ძაან
ურიმღამოა... კი ამბობენ რომ განათების სისტემა დაიხვეწებაო მაგრამ რავი ალბათ მოხსნიან იმათ რაც აყენია და დადგამენ ფერადებს...
ხო იმ სიყვარულის დარბაზიდან რომ გადიხართ მარჯვენა მხარეს უზამრაზარი ლომის სახე მოჩანს გეგონება ბღვისო მაგრამ ყველა ვერ ამჩნევს....
გზადაგზა გხვდება უამრავი საოცარი ადგილი რომელიც სულ არ არის განათებული ანუ 7 და 8 მეტრიანი სტალაქტიტები.. სტალაგნატებიც ხო შეერთებული როა.... უზარმაზარი ჩანჩქერივით ჩამოკიდებული სპაგეტებივით წვრილ წვრილი ძაან ლამაზი სანახაობაა...ახალ ათონში რაცაა იმაზე ათჯერ მეტი სანახაობაა აქ თუმცა განათება ვერ ქაჩავს რა... კიდე თქვეს რომ მუსიკლაური გაფორმებაც იქნება და სპეციალურად ამ მღვიმესთვის დაიწერება მუსიკოა.... ძაან მაგარი იდეაა და ბრავო ვინც მოიფიქრა მაგრამ.. მე თუ მკითხავთ ეს ისეთი მნიშვნელობის მღვიმეა.. ჟან მიშელ ჟარზე ნაკლები დონის მუსიკოსმა არ უნდა მოკიდოს ხელი მაგ საქმეს..
როგორც რენე ჰარლინს გადააღებინეს ის უაზრო ფილმი ისე არ მოგვივიდეს....
……მერე რაღაცეები გაიხსნებაო კიდე წყალქვეშა ტბა ყვინთაობის მოყვარულთათვისო.. . (ვინც არ იცის ყვინთაობა რა არის იმისთვის განვმარტავ ეგაა დაივინგს რო ეძახიან

და რაღაც ექსტრიმებიც იქნებაო.. ანუ ალბათ შეხვალ და აწერია მარჯვნივ წახვალ ვერ გამოხვალ მარცხნივ წახვალ ვერ გიპოვნიან აქ იდგები და რაღაც შარს აეკიდები..... ნუ ერთი სიტყვით ადით დაათვალიერეთ არ ინანებთ...მართლა კარგი რამეა როგორც იქნა ქუთაისს ერთი მსოფლიო მნიშვნელობის მიზიდულობის წერტილი გამოუჩნდა....თამამად შეგიძლიათ წაიყვანოთ უცხოელი სტუმარი და ო მაი გად აძახებინოთ....
პ.ს. ხო მართლა სანამ მოდერს მოგზაურთა კლუბზე მიუერთებია ეს თემა.. ... რაღაც ბიძინა ივანიშვილის სახელი ახსენეს და ვინაა ეგ რა კაცია? მართლა მაგი აკეთებს ამ ყველაფერს?