მოგესალმებით მეგობრებო. ფეხბურთის განყოფილებას ვფიქრობ აკლია ერთი თემა, რომელიც უცხოურ საფეხბურთო ფურუმებზე ხშირად შემხვედრია. მოკლედ
თემის არსი ასეთია: უნდა აირჩეს კონკრეტული მატჩ(ებ)ი და მის გარშემო დაიწეროს ფორუმელთა აზრი. ესიქნება თემა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობს მომხარებელი.
თემაში იქნება ჯანსაღი კამათი, დისკუსია. ჩვენი მიზანია ახალი სახეების აღმოჩენა, შეხვედრათა ღრმა ანალიზი და ა.შ.
კვირაში ერთხელ ექსპერთა ერთი ჯგუფი დაასახელებს მატჩ(ებ)ს და მის შესახებ.
ექსპერთა რეგისტრაცია იწყება, მათ ვისაც გსურთ, რომ თქვენი შემოთავაზებული მატჩი იქნეს განხილული სხვა ფორუმელების მიერ, დააფიქსირეთ სურვილი. ექსპერტთა ჯგუფი შედგება 12 კაცისგან, რომელიც სამ გუნდად (4-4 წევრი) იქნება დაყოფილი.
ის მონაწილეები, რომლებიც არ იქნებიან განსაკუთრებულად აქტიურნი, თავისთავად დაკარგავენ ექსპერტის წოდებას და დაქვეითდებიან. პირველი 12 მსურველი კი ავტომატურად ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელი გახდება.
მივიღოთ ფეხბურთისგან სიამოვნება და 2012/2013 წლების სეზონის პირველი თემა გახსნილად გამოვაცხადოთ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)