ბითკეს პლაგიატი: რატომ მძულს რელიგია და პოლიტიკა
პოლიტიკა და რელიგია ცუდი საყვარლები არიან ერთმანეთისათვის
ბითკემ თქვა, რომ რელიგიის გასუქმებლად მოვიდა ჩვენში მესია
იმ ღმერთების რომლებსაც სძულთ, კლავენ, ძალადობენ და შურს იძიებენ
ვინ გააუქმებს პოლიტიკას, რომელმაც სატანასაც აიძულა აჯანყება
იქნებ რელიგიის გარეშე მართლაც კეთილშობილი საქმეა, როგორც პლატონი ამბობდა? ან იქნებ ანარქიაა გამოსავალი?
იფიქრეთ ამაზე და იმაზე, რომ ქდმ-სთვის ხმის მიცემა ნამდვილად არ იყო მესიის მისია
და რომ ქდმს წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ არ ხარ გეი
და რომ არსებობენ ლატენტური, ჰომოფობი გეებიც.
უმუშევრობა ზრდის ქსეოფობიას, მაგრამ თუ პოლიტიკა ზნეობრივია, რატომ მანიპულირებენ იმით რაც ადამინებს არ აურჩევიათ?
მე ვგულისხმობ სქესს, კანის ფერს, იდენტობას
რატომ აგროვებენ სიძულვილის ხმებს და უნდათ მორალის პოლიცია ქალაქის ქუჩებში?
მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღონ ან შეინარჩუნონ ძალაუფლება?
დავუბრუნდეთ რელიგიას, თუ რელიგია პოლიტიკაზე სპეტაკია, რატომ დაიწყო მისი სახელით ამდენი ომები?
რატომ მოუწოდებენ მღვდლები ადამიანებს სიძულვილისაკენ?
თუ აშენებენ მაღალ ტაძრებს, რატომ არ შეუძლიათ მშიერი მრევლის დაპურება?
რა საჭიროა სიძულვილში გადაყრილი მილიონები, როდესაც ზამთარში ამდენი უსახლკარო იყინება
ისინი მოუწოდებენ დედებს დახოცონ თავიანთი შვილები თუ არიან “ტრადიციულები”
ხედავთ, მათ ღმერთს არაფერი აქვს საერთო იესოსთან!
რელიგია შესაძლოა ქადაგებდეს მშვენიერებას, მაგრამ ისინი სხვანაირად იღწვიან
მათ არ შეუძლიათ თავიანთი პრობლემების გადაჭრა ამიტომ ნიღბავენ მათ
ოჰ, როგორ მეზიზღება ეს ფასადური მშვენიერება:
ირგებენ მოოქროვილ ომფორებს რათა გამოიყურებოდნენ ლამაზად და მიმზიდველად,
მაგრამ სასაცილოა – სანამ მუმიას რთავდნენ აყროლდა.
კარგი დავუშვათ მე მიყვარს ეკლესია, მაგრამ თქვენს ეკლესიაში ქრისტეს შემოუშვებდით? და რას იტყოდა ის?
ვხედავ მრევლსაც რომელიც ცოტა ხნის წინ ანგრევდა ეკლესიებს, ახლა კი თავს უხრიან “რაბინ, მოძღვარო”
მე არ განვსჯი უბრალოდ ვამბობ, მოიშორეთ ეს ყალბი მიმიკები.
Georgian Bitke
http://www.ireporter.ge/?p=30107პ.ს ქდმ
This post has been edited by sexi-bicola on 7 Jul 2012, 04:31
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █