"ინტარნატის კაბელი უკვე თითქმის ერთი თვეა გადაჭრილი. მაქვს დაბადების დღე მქონდა ერთი თვის წინ. იმ დღეს ჩაიც არ დამილევია, სამაგიეროდ იმით მომილოცეს რომ ინტერნეტიც ჩამიჭრეს და ფორუმზეც ერთ დღიანი ბანი დამადეს"
"მე უკვე წელიწადზე მეტია ერთი თეთრიც არა მაქვს. ყველა ფინანსური წყარო გადაჭრილი მაქვს. ასე რომ მოლა ნასრედინის იმ სახედარს მაჯიბრებენ მოლამ რომ თივის ჭამას გადაჩვია"
"საბჭოთა პერიოდში პოლიტპატიმრობებში საერთო ჯამში 700 დღეზე მეტი მაქვს გატარებული საპროტესტო შიმშილობებში და ამ მხრივ ჯერ კიდევ ცოტა გაძლება მაქვს. აქ ჩემს საშინაო პოლიტიკურ პატიმრობას ძირითადად იმით ანხორციელებენ რომ ყველა ფინანსურ წყაროს მიჭრიან."
"ჯერ ერთი მე ანგარიში დიდ ხანია დამიხურეს. მეუღლეს დარჩა ანგარიში, მაგრამ რომც გადმორიცხოთ მაშინვე მოხსნიან ანგარიშიდან და ჩემამდის მაინც არ მოვა."
"ფაქტია რომ ვიღაცა მილიონებს ხარჯავს რომ მე თითი ვერ გავანძრიო. მე ასეთ დღეში ვარ და სასიკვდილოდ სნეული მეუღლეც უკანასკნელ დღეებშია. ეს არსებობა არ არის. ეს არის წამების ისეთი უმაღლესი ფორმა ციმბირის ციხეებშიც რომ არ მინახავს."
"ევროპაში ადამიანის საშინაო პოლიტპატიმრობაში მოქცევა ერთადერთმა ქვეყანამ საქართველომ შესძლო და ეს ერთადერთი პოლიტპატიმარიც მე ვარ. გუგუშვილი ალბათ ფინეთის მოქალაქე იქნება. აქ არის ჩეხეთში ერთი ზვიადისტი გიორგი ალანია (ვმეგობრობთ) იგი ჩეხეთის მოქალაქეა. იმასაც ამწარებენ მაგრამ პოლიტპატიმარი არ არის. გიორგი ალანია ისე გაამწარეს, რომ საპროტესტო აქცია მოაწყო ხეზე ლურსმნით მიიჭედა ხელი. ჩეხებს შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი ადამიანის უფლებების მხრივ. აქციის შედეგი მარტო ის იყო, რომ გიორგი ალანია ხეზე რულსმნის დარჭობისთვის დააჯარიმეს."
"მე მქონდა მოლაპარაკება ჩეხეთის პარლამენტის წევრებთან მათ იციან ჩემი მდგომარეობა. მათ ზარალის ანაზღაურებაზე უარი თქვეს. მიმართეს მინისტრს, მაგრამ მინისტრმა პარლამენტის წევრის თხოვნასაც იგნორირება გაუკეთა. ჩეხეთის ხელისუფლება ოფიციალურად თავს იკატუნებს თითქოს ამაში პოლიტიკური მოტივი არ არის პირად საუბრებში კი დიდ აღშფოთებას გამოთქვამენ. ერთადერთი რაც მოიფიქრეს არასამთავრობო ორგანიზაციებს დაავალეს ჩვენი მოხედვა. ისინი მართლაც ძალიან ცდილობენ, მაგრამ ჩემი შემთხვევა არის პოლიტიკური შემთხვევა და არა სოციალური შემთხვევა. ამიტომ ვერც ვერაფერს ახერხებენ."
ეს არის ამონარიდები ბ-ნ ვაჟა მთავრიშვილის ნაწერებიდან. არ ვიცი, ბ-ნ ვაჟას წინააღმდეგ მილიონების დახარჯვა ვის რაში უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მდგომარეობა ზოგადად მძიმე ჩანს
აქ ბევრი ჟურნალისტია, იქნებ ვინმე ესაუბროს ბ-ნ ვაჟას, იქნებ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ და გავიგოთ, მართლა ასე მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და ეს 2 ადამიანი როგორ არის და ა.შ. იქნებ თქვენ გქონდეთ რაიმე ინიციატივა კიდევ?
ვიტიროთ ჩვენი უბედური თავები, მეგობრებო, ვიტიროთ
სიბნელისა და ბოროტების წინააღმდეგ დაუნდობელი და უდრეკი მებრძოლი

, ზეადამიანური შინაგანი ძალის მფლობელი თქვენი მონა-მორჩილი ელპიტეII
სილა და იუმორი გადაარჩენს საქართველოს!- გვითხრა ბ-ნმა ვაჟამ
გთხოვთ