#32017777 · 7 Jul 2012, 14:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხეთ მორწმუნეს და ის გეტყვით, რომ ბიბლია არსად ცდება და არც თავის თავს ეწინააღგმდეგება, მოდით ვნახოთ რას ამბობს სხვადასხვა ახალი აღთქმის სახარება ერთიდაიგივე მოვლენაზე, ქრისტეს აღდგომის დღეზე:
მათე:
1. მაგდალელი და მეორე მარიამიც ერთად მიდიან საფლავის სანახავად 2. ანგელოზი გადააგორებს საფლავის ქვას და ზედ ჩამოჯდება 3. ანგელოზი გაესაუბრება ქალებს 4. წამოვლენ მოწაფეებისთვის ამბის მოსაყოლად 5. გზაში ხვდებათ იესო და მას მუხლებზე მოეხვევიან 6. 11 მოწაფე მთა გალილეაზე ხვდება იესოს და ზოგი დაეჭვდება, აქ იესო გამოჩნდება და ეტყვის რომ სხვებსაც ასწავლონ და ა.შ.
მარკოზი:
1. მაგდალელი, მეორე მარიამი და სალომე მიდიან საფლავის სანახავად 2. ლოდი გადაგორებული დახვდებათ 3. ანგელოზი გაესაუბრება ქალებს, ოღონდ საფლავის შიგნით 4. წამოვლენ ქალები, მაგრამ არავის არაფერს მოუყვებიან რადგან შეეშინდათ 5. ამის მერე მაგდალელს გამოეცხადება იესო და ის მოწაფეებთან წავა ამბის საცნობად. ისინი დაეჭვდებიან. 5. იესო სხვა სახით ეჩვენება 2 მოწაფეს, ისინი დაბრუნდებიან და სხვებს მოუყვებიან, ისინი მაინც არ დაიჯერებენ 6. ამის მერე 11 ივეს გამოეცხადება დაგმობს მათ ურწმუნოებას და ეტყვის სხვებს ასწავლეთო, აფრინდება ცაში და დაჯდება ღმერთის მარჯვნივ და ა.შ.
ლუკა:
1. მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად მიდიან საფლავის სანახავად 2. ლოდი გადაგორებული დახვდა 3. ამ დროს მათ ორი კაცი გამოეცხადებათ (ანგელოზები) 4. წამოვლენ და დანარჩენებს მოუყვებიან, ისინი არ დაიჯერებენ. 5. პეტრე წავა სამარხში და გადაამოწმებს, გაუკვირდება რომ არავინ დახვდა 6. ორი მოწაფეს მგზავრობისას იესო გამოეცხადება, ვერ იცნობენ და ყველაფერს მოუყვებიან რაც მოხდა, საღამოს, პურის გატეხვისას, იესოს იცნობენ, ის მაშინვე გაქრება. 7. ეს მოწაფეები დაბრუნდებიან და დანარჩენებს მოუყვებიან ამ ამბავს, ამ დროს იესო ისევ გაჩნდება მათ შორის დაარწმუნებს რომ ნამდვილად იესოა და აფრინდება ცაში.
იოანე
1. მაგდალელი მიდის სამარხთან 2. ლოდი გადაგორებული ხვდება 3. წამოვა და სხვებს მოუყვება 4. პეტრე და კიდევ ერთი წამოვლენ გადასამოწმებლად, მეორე მოწაფე გაასწრებს და პირველი შევა, ამის მერე უკან დაბრუნდებიან 5. მარიამი მივა სამარხთან და იქ ტირის, გამოეცხადება ორი ანგელოზი 6. მარიამს გამოეცხადება იესო სამარხში, მაგრამ ვერ იცნობს, მცირე გასაუბრების შემდეგ იცნობს, მაგრამ იესო აუკრძალავს შეხებას, რადგან ჯერ ღმერთთან არ ასულა და დაავალებს სხვებსაც მოუყევიო 7. მარიამი წამოვა და მოუყვება სხვებს, ამავე საღამოს იესო გამოეცხადებათ და მიესალმება, თომა არ არის იქ და სანამ თავად არ შეამოწმებს არ ირწმუნებს (ურწმუნო თომა) 8. ამის მერე იესო კვლავ გამოეცხადება მოწაფეებს, ამჯერად ზღვაზე, ეს სწორედ ის ეპიზოდია, როცა იესო ერთ-ერთ მოწაფეს უკვდავად გადააქცევს მის მეორედ მოსვლამდე.
მაშ, შეიძლება ამ ოთხმა ისტორიამ ერთმანეთი შეავსოს? თუ კი - როგორ? თუ იქნებ... რომელიღაცა გვატყუებს?
--------------------
⎝Sic semper tyrannis ⎠
|