ეს კაცი არის დებილი! წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით
***************************************
ვაშაძე: "არ მესმის, რა კავშირი აქვს იდეალიზმს საგარეო პოლიტიკასთან" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. იგი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა და პირდაპირ ეთერში მიიღო მონაწილეობა ჩვენს პროგრამაში.
/////////////////////////////////////////
რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს უკვე „მაპის“ ეკვივალენტი სტატუსი აქვს?
გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ გვაქვს უკვე "მაპის" ეკვივალენტი, დამიჯერეთ. თუ ადამიანი აიღებს და წაიკითხავს იმ ქვაკუთხედ დოკუმენტებს, რომელიც ახლა ჩვენს ნატოსთან თანამშრობლობას არეგულირებს, თქვენ ნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ იგივე პაკეტი, რაც "მაპია" - სხვა სახელით. ამიტომ, ჩვენ არა მარტო უნდა მივიღოთ უსაფრთხოება, უნდა გავცეთ კიდეც ეს უსაფრთხოება. ბოლოს მინდა ჩემი მწუხარება და თანადგომა გამოვხატო დაღუპულის ოჯახის მიმართ. ყველა ქართველისთვის ეს არის საშინელი გულისტკივილი.
რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების საკითხებზე რომ გავაგრძელოთ საუბარი - ტერორიზმი და ისლამური ტერორიზმი, როგორც მოგეხსენებათ, არ არის მხოლოდ ავღანეთში კონცენტრირებული, ან თუნდაც ამ რეგიონში. მან საკმაოდ გლობალური ხასიათი მიიღო. თბილისის მიერ გადადგმული ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა, ჩრდილო კავკასიის მიმართ გატარებული პოლიტიკაა. რუსეთმა, ცხადია, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ნეგატიურად უპასუხა - ამას უწოდა "ტერორისტებისთვის კორიდორის გახსნა". მაგრამ მხოლოდ რუსეთი არ იყო კრიტიკულად განწყობილი.
საქართველოს შესახებ ამერიკელი ექსპერტების ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვან კვლევაშიც ნათქვამია, რომ მთავრობის მოტივების მიუხედავად გარდაუვალია, რომ ეს ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ მიმართულად იქნება აღქმული. და ალბათ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკას ახლახან შეუერთდა აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი, ჯეიმს კლაპერი. ის აცხადებს, რომ თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიის მიმართ გატარებული პოლიტიკა რეგიონში დაძაბულობას უწყობს ხელს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის ყოფნასთან ერთად. იქნებ გვითხრათ, რას იგებს საქართველო ისეთს, რომ ღირდეს ამ, ვიღაცების აზრით, სარისკო და კრიტიკის გამომწვევ ნაბიჯზე წასვლა?
გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რას ამბობს კლაპერი. აბსოლუტურად არ მაინტერესებს. არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს, სიმართლე გითხრათ. მე ეს ციტატა ვნახე ამოგლეჯილი მისი გამოსვლიდან.
რადიო თავისუფლება: ეს იყო შეფასება საფრთხეების. გლობალური, ცხადია, არა მხოლოდ საქართველოს შესახებ.
გრიგოლ ვაშაძე: ძალიან კარგი. როდესაც მთლიანად ვნახავ ამ დოკუმენტს, მერე გადავწყვიტავ, რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. არ მიყვარს, როდესაც ჟურნალისტები მაძლევენ ციტატას, ამოგლეჯილს კონტექსტიდან. ამიტომ მე კლაპერზე ლაპარაკს არ დავიწყებ. ეს კლაპერის საქმეა, მან რაც თქვა. არც ის მაინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაციის ორი ამერიკელი წარმომადგენელი რას დაწერს თავის მოხსენებაში. ისინი პოტომაკიდან უყურებენ საქართველოში სიტუაციას და ჩვენ ვუყურებთ თბილისიდან.
რადიო თავისუფლება: გვესმის და ამიტომაც გთხოვთ, აგვიხსნათ თბილისიდან დანახული პერსპექტივა, რომ გაიგონ მათაც, რაშია საქმე.
გრიგოლ ვაშაძე: თუ მაცდით ლაპარაკს, ახლავე აგიხსნით.
რადიო თავისუფლება: როგორ არ გაცდით.
გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ერთი, როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცაზე, კარგი იქნება, რომ ადამიანი დაჯდეს და წაიკითხოს და დეტალებში გაერკვიოს, რა გააკეთა საქართველომ. საქართველომ ის გააკეთა, რომ ოცდაათ დოლარს აღარ ახდევინებს რუსეთის მოქალაქეებს, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემომავალს, და პასპორტში არ ურტყამს ვიზას. ყველაფერი დანარჩენი, რაც რუსეთის ყველა დანარჩენი მოქალაქის მიმართ კეთდება საქართველოს კანონიერი სასაზღვრო პუნქტების გადაკვეთისას - მათ შორის უსაფრთხოებაზე შემოწმება - [ძალაში რჩება].
რადიო თავისუფლება: მაშინ რა საჭირო იყო ეს ნაბიჯი, თუ ამას ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა?
გრიგოლ ვაშაძე: არავითარი ნეგატიური რეზონანსი არ მოჰყოლია. ერთი-ორი პანიკიორის გარდა, არავის არ ულაპარაკია ამაზე. დამიჯერეთ - ჩემი ოფიციალური შეხვედრების დროს - შარშან მქონდა 65-მდე ორმხრივი ვიზიტი - კაციშვილს სიტყვა არ დაუძრავს ამაზე იმიტომ, რომ ყველას მშვენივრად ესმის ჩვენი მოტივები. პირველი - რეგიონში, სადაც უმუშევრობის დონე 80 პროცენტს აღწევს, მათ არ შეუძლიათ ყოველ ოთხ ოჯახის წევრზე 30 დოლარის გადახდა, ეს უზარმაზარი ფულია. მეორე - საქართველოს ვიზის მისაღებად ადამიანი ნალჩიკიდან, ან ვლადიკავკაზიდან ხუთი დღე უნდა წავიდეს მოსკოვში, დადგეს იქ გაუთავებელ რიგში, ჩვენს საკონსულოში, რომელიც ვერ აუდის სამუშაოს, მიიღოს ქართული ვიზა და შემდეგ გადაიხადოს ფული, რომ ბელორუსიით, სომხეთით ან კიევით ჩამოვიდეს საქართველოში - მკურნალობისთვის, ვაჭრობისთვის, ბავშვის უნივერსიტეტში მოსაწყობად.
რადიო თავისუფლება: ეს ნაბიჯი ხომ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გაეროში, როცა მან ილაპარაკა ჩრდილოკავკასიელებზე?
გრიგოლ ვაშაძე: არა, ეს აბსოლუტურად არ არის სწორი. ჩვენ ჯერ მოვუხსენით ვიზის მიღების საჭიროება - ხაზს ვუსვამ, სავიზო რეჟიმი კი არ გავაუქმეთ, ან უსაფრთხოების რეჟიმი - და შემდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გაეროზე.
რადიო თავისუფლება: სხვათა შორის, ამ გამოსვლასაც მოჰყვა კრიტიკული მოსაზრებები და კარგი იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენაც.
გრიგოლ ვაშაძე: იცით რა, კრიტიკული მოსაზრებები...
რადიო თავისუფლება: არ გაინტერესებთ, რა მოსაზრება მოჰყვა?
გრიგოლ ვაშაძე: არ მაინტერესებს, რადგან კრიტიკული მოსაზრებები არ მოჰყვება მარტო ასდოლარიან ბანკნოტს.
რადიო თავისუფლება: მასაც მოჰყვება, ზოგჯერ.
გრიგოლ ვაშაძე: დამიჯერეთ - ყველას მოსწონს მარტო ასდოლარიანი ბანკნოტი. და როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს ჩრდილოკაკვასიაზე...
რადიო თავისუფლება: არა, დიდი ბოდიში, მაინც უნდა ჩაგეკითხოთ...
გრიგოლ ვაშაძე: ... არა, ჯერ დავამთავროთ. 900 მანქანა კვეთს ყოველ დღე [საზღვარს]...
რადიო თავისუფლება: გასაგებია - ეს უწინარესად ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გაკეთდა.
გრიგოლ ვაშაძე: არა მხოლოდ. მეორე - როდესაც ჩრდილოკავკასიელებს უყვებიან, რომ საქართველო არის არშემდგარი ქვეყანა, სადაც ხალხი შიმშილობს, მათხოვრები დადიან ქუჩაში, დანგრეულ ქალაქებში შუქი არის გათიშული და ეკონომიკური კრიზისი თარეშობს, კარგი იქნება, რომ ამ ხალხმა, როცა გაივლიან, ნახონ რა არის ქვეყანა, სადაც პოლიციელი არ იღებს ქრთამს და სადაც მათ წვერისთვის არავინ არ ჩასვამს ციხეში.
რადიო თავისუფლება: და მაინც, საქართველოს მოქალაქეებს ალბათ აინტერესებთ თქვენი მოსაზრება, თქვენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრძანდებით. და ამიტომ უნდა ჩაგეკითხოთ. არ ვამბობ, რომ ყველას მოსაზრება იყო და ყველას კრიტიკული
შეფასება - თუმცა ეს გამოსვლა, განსაკუთრებით ამ სხვა ნაბიჯებთან ერთად - სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან, ტელეკომპანია "პიკის" ამოქმედებასთან - როცა საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე თავისუფლებისკენ, ჩრდილოკავკასიელების სწრაფვასთან ერთად, ეს ვიღაცებმა - და აქ ანალიტიკოსები მყავს მხედველობაში...
გრიგოლ ვაშაძე: კონკრეტულად! როგორც პუტინს უყვარს - სახელი, გვარი, ბინის მისამართი...რადიო თავისუფლება: ანალიტიკოსები, ჟურნალისტები - თქვენ ხომ ამბობთ, რომ არ გაინტერესებთ „ენჯეოშნიკების“ აზრი.
გრიგოლ ვაშაძე: „ენჯეოშნიკების“ აზრი არ მაინტერესებს, ქალბატონო.
რადიო თავისუფლება: აღიქვეს როგორც გარკვეული სიმპათიის გამოცხადება იმ ბრძოლის მიმართ, რომელიც დღევანდელ დღეს ტერორიზმით გამოიხატება.
გრიგოლ ვაშაძე: მე, მაგალითად, მყავს ლიფტიორი, რომელიც არის „ენჯეოშნიკი“.
რადიო თავისუფლება: ეს უკვე არასერიოზული საუბარია, ბატონო გრიგოლ. არ გეწყინოთ.
გრიგოლ ვაშაძე: აბა თქვენ მე მეუბნებით, "ვიღაცამ გამოთქვა". ვინ გამოთქვა, მითხარით.
რადიო თავისუფლება: გეუბნებით - ორგანიზაციამ, რომელსაც თქვენ „ენჯიოს“ უწოდებთ.
გრიგოლ ვაშაძე: სახელი, გვარი დამისახელე.
რადიო თავისუფლება: "ამერიკული პროგრესის ცენტრი", სამუელ ჩარაპი და კორი ველტი. საქართველოზე ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი კვლევის ავტორები.
გრიგოლ ვაშაძე: ვინ არიან ეს ხალხი?
რადიო თავისუფლება: ესენი არიან ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან დაახლოვებული ანალიტიკური [ცენტრის] წარმომადგენლები
გრიგოლ ვაშაძე: ვინ გითხრათ თქვენ ეს?
რადიო თავისუფლება: მე გეუბნებით ამას.
გრიგოლ ვაშაძე: მე კიდევ გეუბნებით, რომ არ არიან დაახლოვებულები.
რადიო თავისუფლება: კარგი, ნუღარ ვკამათობთ. უკვე მართლა არასერიოზულია ეს ჩვენი მსჯელობა.
გრიგოლ ვაშაძე: აბა რა სისულელეა ახლა ეს?! ვიღაც ორი...
რადიო თავისუფლება: და თქვენ რომ მითხრათ თქვენი აზრი ამ გამოსვლაზე? სხვებისგან დამოუკიდებლად? თუმცა აღარ გვინდა, შევწყვიტოთ ამაზე.
გრიგოლ ვაშაძე: გამოსვლაზე გეტყვით, კაცო, თუ მეკითხებით, მათქმევინეთ. არ მინდა ეს "ვიღაცეები". ვერ ვიტან ამ ქართულ "ვიღაცეებს" - ვიღაცამ თქვა, ვიღაცამ დაწერა...
რადიო თავისუფლება: გიკონკრეტებთ, ვინც თქვა.
გრიგოლ ვაშაძე: ამის გარდა ვინ?
რადიო თავისუფლება: ანალიტიკოსების აზრი არ გაინტერესებთ, ამერიკის დაზვერვის შეფის აზრი არ გაინტერესებთ...
გრიგოლ ვაშაძე: ამერიკის დაზვერვის შეფის ციტატა არ წამიკითხია. რომ წავიკითხავ, მერე [ვილაპარაკოთ].
რადიო თავისუფლება: მე მოგიყვანეთ ზუსტად. და თქვით, რომ არ გაინტერესებთ.
გრიგოლ ვაშაძე: არ მოგიყვანიათ ზუსტად. იმიტომ, რომ უნდა ვნახო კონტექსტი. რაც თქვენ მითხარით, არ ემთხვევა იმას, რაც იყო „ნიუ-იორკ ტაიმსში.“
რადიო თავისუფლება: კარგი, მოდით, შევცვალოთ თემა. ეს ალბათ უფრო კონკრეტული და მტკივნეული საკითხებია.
გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად არ არის მტკივნეული თემები. დამამთავრებინეთ, რახან დამპატიჟეთ. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას - პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აზრი იყო ის, რომ კავკასიელმა ხალხებმა თვითონ უნდა მიხედონ თავის მომავალს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ უნდა მოვრჩეთ, გადავიდეთ კონფლიქტების ეტაპიდან თანამშრომლობაზე. იმიტომ, რომ სანამ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ერთმანეთში, ვერანაირი შუამავალი ამას ვერ გააკეთებს. ამისათვის, პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ეს არის ჩვენი დაახლოება რეგიონალურ, ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ, სამეცნიერო პროექტებში.
რადიო თავისუფლება: გასაგებია, დიდი მადლობა. ორიოდე შეკითხვა დამრჩა მხოლოდ, უფრო ზოგადი ხასიათის და, იმედია, აღარ გამინაწყენდებით.
გრიგოლ ვაშაძე: რა იკითხა კიდევ ვიღაცეებმა, მითხარით.
რადიო თავისუფლება: ნუ ამბობთ რომ "ვიღაცეებმა" - მე გითხარით, ვინც, გვარ-სახელებიც გითხარით და ორგანიზაციის სახელწოდებაც. ახლა თუ გნებავთ, რომ ისევ ამაზე ვიჩხუბოთ და მეკამათოთ და წარმოაჩინოთ, თითქოს არ ვარ კომპეტენტური, კი ბატონო, ბრძანეთ, თუმცა ასე არ იყო.
გრიგოლ ვაშაძე: ძალიან მიყვარს ჩხუბი. არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც პოლემიკა. კარგი, მითხარით.
რადიო თავისუფლება: შედარებით ზოგადი საკითხი - საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 2009 წლის აპრილში - გიკონკრეტებთ - „ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ჯორჯ ბუშის პერიოდის ამერიკას აიდეალებდა, რადგან იმ დროს იდეები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა. ახლა კი, ამბობდა ის - და საქმე ეხება ობამას ადმინისტრაციის შედარებით ადრეულ პერიოდს - ახლა ის დრო დადგა, როცა იდეებს პრაგმატული პოლიტიკა განაგებს, ამან კი შეიძლება გააფუჭოს ის ამერიკა, მე რომელსაც ვიცნობო. ციტატა მომყავს, და ამასაც გიკონკრეტებთ. ალბათ რუსეთთან ურთიერთობას გულისხმობდა - „გადატვირთვას“.
გრიგოლ ვაშაძე: არ ვიცი.
/////////////////////////////////
არა რაა,, ძაან სამარცხვინო კაცია ..
და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, გახსენით ლინკი და წაიკითხეთ..
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2319393.html This post has been edited by re_vera on 8 Jul 2012, 21:48
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?