მგონი უკეთესი იქნება კლუბებისთვისაც, ფეხბურთელებისთვისაც, საერთოდ განვითარებისთვის.
დუბლები არა მხოლოდ დუბლებს, არამედ "დიდებსაც" ეთამაშებიან, შესაბამისად პატარა კლუბები გამოცდილებას მიიღებენ დიდი კლუბების დუბლებთან.
ვგულისხმობ ისე, როგორცაა გერმანიაში (რეგიონალლიგებში და მესამე ბუნდესლიგაში გამოდიან დუბლები), ესპანეთში (სეგუნდაში ბარსელონა-ბ ჰყავთ და იმის ქვემოთ დანარჩენები)
პორტუგალიაში წელს აიღეს და რიგით მეორე ლიგაში პორტოს, ბენფიკას, ბრაგას, სპორტინგის და მარიტიმუს დუბლები ჩასვეს)
იგივე შეუძლიათ დინამოს, ზესტაფონის, ტორპედოს, მეტალურგის დუბლებს თანაბრად ეთამაშონ პირველლიგელებს მგონი. შეიძლება სხვებიც, არ ვიცი. მარა ფაქტია რომ ყველა მხარეს წაადგება.
რა თქმა უნდა უმაღლესში ვერ გადმოვლენ დუბლები რა ადგილიც არ უნდა დაიკავონ.
Attention is all you need.