მოდერაციასთან ბოდიში,რომ არა ასეთი მდგომარეობა,თემას არ გავხსნიდი...
დაახლოებით 4-5 თვეა ფეხის გულები მტკივა ძალიან და თან სისხლჩაქცევები მიჩნდება.მტკივა სიარულის დროსაც და როცა ვზივარ,ასევე მანქანის ტარების დროსაც (სატერფულებს რომ ვაწვები) ვიყავი ანგიოლოგთან (ფარღალავასთან) ნერვოპათოლოგთან,ნეიროქირურგთან

ავიღე მთელი რიგი ანალიზები,ჩავიტარე დოპლეროგრაფია,მაგრამ ვერავინ ვერ დამისვა დიაგნოზი,მკითხაობენ,არადა უფრო და უფრო მიუარესდება მდგომარეობა.წუხელ ფეხის ცერა თითი ისე გაშავდა-გალურჯდა,განგრენამ რომ იცის.იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან მირჩიოთ რამე.წინასწარ დიდი მადლობა
This post has been edited by gamarosti on 9 Jul 2012, 14:37