ისე ვიცი მე მგონი ვის!
სამწუხაროდ საქართველოში მცხოვრები ტელემაყურებლის
განცხადება
ვინაიდან და რადგანაც, ბოლო წლებია მიმაჩვიეს, რომ არაა აუცილებელი ვუყურო იმ გადაცემებს, რომლებიც მე მინდა,
არამედ უნდა თვალი ვადევნო იმ არხებს და გადაცემებს, რომლებიც "სამშობლოს" ჭირდება და თუ "სამშობლოსათვისაა" ჯანდაბას ჩემი თვალი და ყური და გთხოვთ:
1. რომ არ წამცდეს ხელი და არ წამძლიოს სულმა სამშობლოს მოღალატე არხების ყურების ერთეული ფაქტების ჩადენისაკენ,
2. და ვთვლი, რომ ის ვინც ამ არხებს უზის მაყურებლად ქვეყნის მტერია
ჩაიბაროთ ჩემი 1996 წელს გამოშვებული ტელევიზორ გრუნტიკის(არარუსული წარმოების), არაორიგინალი, მშრალ ხიდზე შეძენილი პულტი(ბოდიში,ცოტა შელახულია მარა მუშაობს) და თქვენ თითონ გადამირთოთ იმ არხზე, რომელსაც სამშობლოს ჭირდება.განმცხადებელი!
და ისა კიდევ:
საქართველო და თეფშები არ იყიდება!ა ბატონო!
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........