უმთავრესი რამ "ოლიმპის" სტატიად
ხუთეულის ულტიმატუმი ზე რაგბის მე-17 სეზონი, ანუ მეორე ზე 15, იქეთა პარასკევს, 24 თებერვალს იწყება და 4 აგვისტომდე გასტანს, აფრიკას კი სურს, რომ 2013 წლიდან მეექვსე გუნდიც გარიოს მარაქაში და შეჯიბრი ზე 16-ად აქციოს >>>
http://Qaflan.netai.net/2012ზე რაგბი თამაშის გაპროფესიულებამ შვა. საწყისი 10 წელი (1996-2005) გვქონდა ზე 12, შემდეგი 5 წელი (2006-2010) ზე 14, მიმდინარე ტელე-კონტრაქტი კი 2011-2015 წლებს ფარავს და სამ კონფერენციად მოწყობილი ზე 15-ის გამართვას ითვალისწინებს.
ახლანდელი სტრუქტურა და ფორმულა 2009 წელს ჩამოიქნა. ტენდერისა და არბიტრაჟის შედეგად მე-15 გუნდად რომ მიიღეს მელბურნის (ავსტრალია) "რებელზი, დამარცხებულს - პორტ ელიზაბეთის (აფრიკა) "ქინგზს" აღუთქვეს, 2013 წლიდან რამე-ნაირად გაგრევთ მარაქაშიო.
აფრიკის რაგბის კავშირს პირობა რომ ახსოვს, იანვრის ბოლოს იმავე სხდომაზე, რომელზეც ჰეინეკე მეიერი "ბოკეს" მწურთნელად დანიშნა, "ქინგზიც" ჩარიცხა საგაისო ზე რაგბში, მაგრამ დადგა თებერვალი და სამხრეთული ალიანსის (სანზარ) მთავარმა მოხელემ, ზელანდიელმა გრეგ პითერსმა ბრძანა, შეჯიბრი 2016 წელსღა თუ გაფართოვდება, ანუ აფრიკამ ჯერჯერობით ხუთი გუნდი უნდა იკმაროსო.
თათბირზე გაირჩესოპითერსმა უარი 5-წლიან ტელე-კონტრაქტს დააფუძნა. ალიანსს არც ახალი, მუღამიანი, ყინულის ჰოკეის ნჰლ-დან რაგბში გადმონერგილი კონფერენციული სისტემის შეცვლა სურს იმის მიუხედავად, რომ ფანობას შარშან ერთობ გაუჭირდა მის დეტალებში ჩაწვდომა, ხოლო მედია (პლანეტ, სქრამ, ჰევენ, სუპერ-სპორტ, ფოქს) დაიტანჯა და ცხრილის სწორად შედგენა მაინც ვერ ისწავლა.
პითერსის პასუხზე აფრიკაში ბრძანეს, ამ დონის საკითხი მოხელის გადასაწყვეტი არაა და სამივე მონაწილე კავშირის თათბირზე უნდა გაირჩესო. თუ რას შესთავაზებს ქურციკეთი ზღვისრეთელ პარტნიორებს, ეგ არსად გამოქვეყნებულა, მაგრამ მათემატიკური გამოსავალი ნამდვილად არსებობს:
ქინგზის ამატების შემდეგაც ყველა მონაწილეს 16 მატჩი (8 შინ, 8 გარეთ, 8 თვისტომთან, 8 უცხოელთან) რომ გამოუვიდეს, ყოველი გუნდი კვლავაც მხოლოდ ოთხ-ოთხ უცხოელს უნდა ერაგბოს, აფრიკული ექვსეულის ორ-წრიანი განრიგიდან კი უნდა ამოიშალოს ორი რაუნდი - გინდ სიმეტრიის დაცვითა და გინდაც დარღვევით.
სენსაციას დაეძებენსაფიქრებელია, რომ კავშირი მარტის ბოლოს დანიშნულ სხდომაზე სწორედ ამ, უმნიშვნელო ფორმულურ კომპრომისამდე მივა, მანამდე კი ამჟამინდელი ხუთეული მაგრად დგას, ხოლო მედია სენსაციას რომ დაეძებს, ეგეც მოიგონა, თუ ხუთი გუნდიდან თუნდაც ერთი 2013 წლის დასიდან ამოშალეს, აფრიკა ზე რაგბს ბოიკოტს გამოუცხადებსო.
ხუთეულმა ერთი კვირის წინ იბჭო და დაადგინა, გამორიცხულია გინდ გაერთიანება და გინდ გავარდნაო. თავის დროზე დიახაც რომ ვერ გაამართლა "ლაიონზისა" და "ჩიტაზის" "ქეთსად" შეკავშირებამ, ხოლო გავარდნილი (გინდაც განკვეთილი) გუნდი რომ დასუსტდება და დონეს ვეღარ აღიდგენს, ეგ ყველასთვის ისედაც ნათელია.
ამავდროულად ხუთეული მიესალმება დასში ქინგზის ჩართვას, რადგან ზეპურ რაგბს ეზიარება აქამდე უგულებელყოფილი ყველაზე ზანგური მხარე და ამით სრულიად ქურციკეთი მოიგებს. ჰოდა, ერთადერთი გამოსავალი შეჯიბრის ზე 16-ად განვრცობა რომაა, კეთილი ინებეთ და ჩვენი აზრი მიაწვდინეთ კივ და ოზ მეგობებსო - ხუთეულს კავშირისთვის ულტიმატუმი წაუყენებია.
ზე რაგბი 2012 18 რაუნდი: 24/02-2/06, 29/06-15/07 * ყველა ორჯერ იუქმებს
დიდი ფინალი: 4/08
<< I რაუნდი (საქ დროით)
პარ 24/02 10.35 ბლუზ (ზელ) - ქრუსეიდერზ (ზელ)
12.40 ბრამბიზ (ავს) - ფორს (ავს)
21.10 ბულზ (აფრ) - შარქს (აფრ)
შაბ 25/02 10.35 ჩიფს (ზელ) - ჰაილენდერზ (ზელ)
12.40 ვორათაზ (ავს) - რედს (ავს)
19.05 სთორმერზ (აფრ) - ჰარიქენზ (ზელ)
21.10 ლაიონზ (აფრ) - ჩიტაზ (აფრ)
უქმობს რებელზ (ავს)
სრული განრიგი სამშაბათს!
@