ახლა გადმომცა ახლობელმა სამეგრელოდან, რომ ალასანიას მეგრული საკმაოდ კარგად სცოდნია, ერთ-ერთ შეხვედრაზე ეს ჩემი ახლობელი მისულა სპეციალურად და მთელი ნახევარი საათი უსაუბრიათ მეგრულად. თან გამართულად და ლაღად საუბრობდა, ისე კი არა, ვიღაც სანდრა რულოვსები რომ საუბრობენო, ჰოდა, მოკლედ, დასახურია ის მძვივნარე თემა, მოიხსნა ის არგუმენტი, დაიდო ფაქტი, რომ სცოდნია ალასანიას მეგრული და ეგ მწვავე კომპრომატი მის მიმართ აღარ არსებობს.
ჰო, კიდე, დამაბარეს, ერთი მაგათ კითხე, ბევრს რომ ატრაკებენ, უგულავამ თუ იცის მეგრული, მერად რომ არის მომჯდარი მანდო. და, კიდე, ვანო რომ პრემიერობაზე იქაჩება, მაგან თუ იცის მეგრულიო. ჯობია იცოდეს, თორე სანამ მეგრულს არ ისწავლის, აქედან ხმებს არა, მაგრამ სხვა რამეს კი მიიღებსო.
მოკლედ, ახლა ვანოს საქმეა გასარკვევი, ფინთად არის, მგონი, მაგის საქმე მეგრულთან დაკავშირებით, გაუჭირდება მეგრულის მცოდნე ალასანაიასთან ჭიდილი. ყოველ შემთხვევაში, სამეგრელოში მაინც გაუჭირდება