„ივანიშვილი ნაგავი და ნაძირალაა, ხალხს სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს“20:07 12.07.2012
[ზაზა დვალი]
დევნილების მიერ გაგდებული და იარაღშემართული დაცვის თანხლებით გაქცეული კახი კალაძე, „ქართული ოცნების“ ზონდერ-ჯგუფების მიერ ნაცემი დევნილი ქალები, აგრესიული მეოცნებეები და მოხუცი დევნილის გულწრფელი გინება: „პუტინისტებო თქვენი დედა მოვტ... თქვე რუსეთის ბოზებო“...
ეს ყველაფერი დღეს, კარალეთში, დევნილთა დასახლებაში მოხდა. „ქართული ოცნების“ ზონდერ-ჯგუფებისა და აქტივისტების გამოჩენამ დევნილთა უკიდურესი პროტესტი გამოიწვია. ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული ინტერვენციის მთელი სივერაგე, ვერ აიტანეს იმ პოლიტიკური ძალის პროპაგანდა, რომლებიც ღიად ატარებენ კრემლის პოლიტიკას და აცხადებენ, რომ 2008 წლის ომი საქართველოს კისერზეა.
ბიძინამ პოლიტიკოსობა სწორედ ამ განცხადებით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, იგივე აოცნებებულმა კახი კალაძემაც გაიმეორა. მეტიც, დღეს, კარალეთში ჩასული ერთ დროს საყვარელი ფეხბურთელი მოხუც ქალბატონებს აგრესიულად მიმართავდა და იგინებოდა.
თუმცა, მას შემდეგ რაც კალაძეს უბრალო ადამიანებმა რუსეთუმე და რუსეთის ბოზი უწოდეს, მან შეხვედრის ადგილი მიატოვა, ხოლო მისი დაცვა, იარაღმომარჯვებული ცდილობდა „მეოცნებეთა“ აგრესიის, გინების, ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გაბრაზებული დევნილების შეშინებას.
დღეს კარალეთში, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებ-ლიდერები, თავიანთი „ინფო 9“-თა და „მეცხრე არხით“ საზოგადოებას სამოქალაქო მღელვარებისკენ უბიძგებენ. დღეს, კარალეთში მოხდა ის, რაც შესაძლოა შეფასდეს როგორც სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„რუსეთის ბოზად მოხსენიებული“, ტუჩებდაბერილი და „ვანაში“ ნაპოზიორები ბიჭუნა სამტრედიიდან, დღეს ხალხს, დევნილებს, რომელთა დიდმა ნაწილმა, რუსული აგრესიის შედეგად დაკარგა ძმა, მამა, შვილი, მეგობარი აგდებით ელაპარაკებოდა. მისი ზონდერ-ბრიგადები კი ქალებს სცემდნენ. მათ აგრესიას აგრესიავე მოჰყვა და საბოლოოდ, ყველაფერი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ბოლო მონაცემებით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 10 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, მათ შორის კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალბატონები, რომელთაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კარალეთში მომხდარ დაპირისპირებას, დღეს დევნილთა მხრიდან ასეთი შეფასება მოჰყვა: „ბიძინა ივანიშვილი ნაგავი და ნაძირალაა. მას სამოქალაქო არეულობა უნდა. უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთს გადაგვკიდოს, ერთმანეთი ვცემოთ და დავხოცოთ, მერე მან ამ არეულობით ისარგებლოს და ხელისუფლებაში მოვიდეს. აი, ამიტომაა ივანიშვილი ნაგავი, ნაძირალა და არაკაცი. იმისათვის რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ყველაფერზე მიდის“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ნათელა ბასიტაშვილმა.
პრესა.გე
ჯერ სტატია ხომ თავიდან ბოლომე დეზინფორმაციაა
მერე რა ლექსიკითაა დაწერილი, ძველ ბიჭს შეშურდებოდა
კარიკატურაზე და პუტინის ფეხების მლოკველ ივანიშვილსა და მის ცოლზე აღარ მაქ აუბარი
აი ამ ერთ სტატიაში ადამიანმა რამდენი სიბინძურე ჩაატია
აი ასეთი ბინძური და მყრალი მეთოთებით ცდილობს დღეს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას.
და სანამ სამოქალაქო ომზე ლაპარაკს დაიწყებდეთ ცოტა ტვინი გაანძირეთ და გონებით იმოქმედეთ, ნუ გადააყოლებთ ქვეყანას პირად ამბიციებს.