ავღანეთში დაღუპული სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს (Video) დღეს, 08:11
ქართველი სამხედროები დღეს საქართველოში ჩამოასვენეს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამავე ბორტს, გარდაცვლილ გმირებთან ერთად ჩამოყვა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ, ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. მათ ადგილზე საპატიო ყარაული და შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი დახვდა, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=4362 * * *
(ფოტორეპორტაჟი) -
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=4364ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს
This post has been edited by Metal_Mania on 9 Jun 2013, 10:45
Я-Свет, а вы не видите Меня. Я-Путь, а вы не следуете за Мной. Я-Истина, а вы не верите Мне. Я-Жизнь, а вы не ищите Меня. Я-Учитель, а вы не слушаете Меня. Я-Господь ,а вы не повинуетесь Мне. Я-Ваш Бог, а вы не молитесь Мне. Я-ваш лучший Друг, а вы не любите Меня. ЕСЛИ ВЫ НЕСЧАСТНЫ-НЕ ВИНИТЕ МЕНЯ