ქრისტეს და დედამისის მთელი გარდერობი (კვართები და ა შ.) საქართველოში რატომ ინახება?
ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო ოდითგანვე მსოფლიო მოდის სამშობლოც იყო?
აგერ ერთმორწმუნე ტულის ეპარქიის არქიმანდრიტიც ჩამოსულა ... წარმომიდგენია რა ფერა-ფერად კაბაში იქნება გამოწყობილი და რა ბრჭყვიალა ოქრო-ვერცხლით და სარკეებით იქნება დახუნძლული მისი ქუდი, კაბა, კვერთხი და წვერი. http://geo.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ghnishnavs.htmlსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავსირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში აღნიშნავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან დიაკონმა დიმიტრი ვეკუამ აცნობა, დღესასწაულის აღნიშვნა წელს პირველად ივერის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში მოხდება. ამ მიზნით 9:00 საათზე დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილს საეკლესიო მსვლელობით მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ.
მანამდე დღესასწაულის აღნიშვნა ყოველთვის დადიანების სასახლის გვერდით მდებარე ვლაქერნას სახელობის ტაძარში ხდებოდა. წირვის დასრულების შემდეგ მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა ექნებათ.
საზეიმო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) წმ. სინოდის წევრებთან, ასევე ადგილობრივ და საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათზე დაიწყებს. წირვაში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში უკვე იმყოფება ტულის ეპარქიის არქიმანდრიტი.
დაახლოებით 20 წლის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა. ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ის, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონსტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ მოსაძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. 3 დღის შემდეგ უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს და სიწმინდე კვლავ მონასტერში დააბრუნეს.
2000 წელს კი კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია ”მემატიანის" ოპერატორებმა გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ღვთისმშობლის კვართზე იესოს გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ინტერესი და ლტოლვა იზრდება.
კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა. X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.
ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.
This post has been edited by Future1 on 14 Jul 2012, 17:41