#32122632 · 14 Jul 2012, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ შეიძლება დამეხმარეთ,.
მოკლედ რაშია საქმე. გადამიცდა მგონი, შეიძლება ერთი კვირაა უკვე ზუსტად არ ვიცი. მკერდი ძალიან მტკივა, დამისივდა და მკერდის თავები მეწვის აი შეციებაზე რომ იცის გაღიზიანება და წვა ზუსტად ისე.
ტესტი გავიკეთე მაგრამ ორსულად არ ვარ.
წინა თვეშიც ძალიან უცნაურად მქონდა ციკლი, ანუ სისხლი გარეთ არ გამოდიოდა შიგნით მქონდა, თუ ტამპონს ვიკეთებდი სველდებოდა სისხლით, მაგრამ პაკეტს როცა ვიკეთებდი ღამით, დილით სულ მშრალი იყო ხოლმე. ესეთი რამე მეორედ მომივიდა ოღონდ მიყოელბით არა. რამოდენიმე თვის წინ მქონდა მსგავსი მახასიათებლებით ციკლი.
ხომ ვერ ამიხსნით რის გამო უნდა მჭირდეს ეს და რითი შეიძლება ვუშველო?? მე თვითონ 31 წლის ვარ, ვფიქრობ ნაადრევი კლიმაქსი ხომ არ მეწყება თქო, ან კიდევ თუ შეიძლება ტესტი გაიკეტო და მაინც იყო ორსულად?? რავი მე პრაკტიკაში არ მქონია. დამეხმარეთ გთხოვთ.
|