დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩარგალში ვაჟაობის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. მან სიტყვით გამოსვლაში იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რაზეც ვაჟა-ფშაველა წერდა და რომელიც დღეს , 21-ე საუკუნეში ისევ აქტუალურია.
„ვაჟამ ეროვნული პრიორიტეტების წარმოჩენით, დაგვანახა, რომ ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად და გეოგრაფიულად, არამედ მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ...ჩვენ ვაჟას გზით, ვაჟას სიბრძნით ავიხდენთ ქართულ ოცნებას!“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, დღესასწაული ტრადიციული სცენარით ჩატარდა.