ტელეკომპანია "მაესტროს" ანტენების მეორე ნაკადიც დაყადაღებულია.
როგორც "პირWელს" ტელეკომპანია "მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, "აღნიშნულთან დაკავშირებით ის შესაბამის დოკუმენტაციას ელოდება".
"მაესტროს" ანტენების მეორე ნაკადიც პირველის ანალოგიურად იქნა დაყადაღებული. რაც შეეხება პირველ ყადაღას, სააპელაციო სასამართლომ იგი ძალაში დატოვა", - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მათ უცხოელ პარტნიორ ადვოკატებთან კონსულტაციები აქვთ და ყველანაირად ეცდებიან, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დონეზე იქნეს განხილული.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაეტროს" სატელიტური თეფშები თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.
http://pirweli.com.ge/?menuid=11&id=11078
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!