ნაწილი 2
http://inteleqtika.com/rogor-davamarcxot-s...ce-2/#more-2300სიზარმაცე – შრომისმოყვარეობის არ ქონა ან უკმარისობა. ტრადიციულად სიზარმაცე ერთგვარ მანკიერებად მიიჩნევა, რადგანაც ითვლება, რომ ზარმაცი ადამიანი საზოგადოების ხარჯზე ცხოვრობს. იმავდროულად, მშრომელი ადამიანების ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში, სიზარმაცე ხშირად გულისხმობს დასვენების ბუნებრივ მოთხოვნილებას.
სიზარმაცის სხვაგვარი განსაზღვრება არის – "ენერგიის ეკონომიის მოთხოვნილება". სიზარმაცე არის – სირთულეების გადალახვისაკენ არსებულ მისწრაფებაზე უარის თქმა, ნებელობითი ძალისხმევის განხორციელებაზე ორჭოფობა და ყოყმანი .
ყოველივე ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
გადაღლა, ორგანიზმის ობიექტური გამოფიტვა, ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციონალური რესურსების არაცნობიერი განიავება;
"უნდა"-სა და "მინდა"-ს ერთმანეთთან შეუთავსებლობა – როდესაც ჩვენ ვხარჯავთ დროს (ცხოვრებას) ისეთ საქმეებზე, რომლებიც ვერანაირად ვერ მოდიან თანხმობაში ჩვენს ცხოვრებისეულ ფასეულობებთან;
როდესაც ინტუიტიურად ვგრძნობთ, რომ ჩვენს მიერ შესრულებული საქმე აბსოლუტურად უპერსპექტივო და უსარგებლოა;
ხშირად სიზარმაცე, დეპრესიის საბაბიც ხდება.
ასევე, თანამედროვე მეცნიერება ვარაუდობს, რომ სიზარმაცე შესაძლებელია გენეტიკურადაც კი გადადიოდეს.
ეს რაც შეეხებოდა ერთგვარ "შაბლონურ" (ვიკიპედიურ) განსაზღვრებას. ახლა კი მოდი გავნაგრძოთ, ამ დაავადების განადგურებაზე მუშაობა.
როგორც შენ გახსოვს, წინა სტატიაში ჩვენ გავიარეთ 3 ნაბიჯი: №1 „2 წუთი“, №2 „დეკლარაცია“ და №3 „ძალა ერთობაშია“.
თუ არ წაგიკითხავს პირველი ნაწილი, აუცილებლად წაიკითხე და მხოლოდ შემდგომ დაუბრუნდი ამ პოსტს >>>
ახლა კი:
ნაბიჯი №4
ჯარიმების სისტემა.
თუ ჩავიხედავთ საქართველოს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ კოდექსში, აღმოვაჩენთ, სხვადასხვა დარღვევებისათვის განკუთვნილი ჯარიმების ჩამონათვალთა მრავალფეროვან ნუსხას, რომლებმაც (ავტორების აზრით) უნდა შეამციროს დანაშაულის ხარისხიც და რაოდენობაც. და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრინციპი გარკვეულ წილად ამართლებს.
ჯარიმების სისტემა, ასევე კარგად მუშაობს მოტივაციასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ეს ძალიან აქტუალურია და გამოიყენება ბევრ ტრენინგებსა თუ სემინარებში, სადაც მონაწილეები დაგვიანებისთვის ან არაეთიკური ქცევისთვის, სხვადასხვა სახით იხდიან გარკვეულ ჯარიმებს (ამ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა არ იგულისმება).
- როგორ გამოვიყენოთ ჯარიმების სისტემა სიზარმაცის დასამარცხებლად?
ძალიან უბრალოდ: მაგალითად სურვილი გაქვს, რომ საღამომდე დაასრულო მნიშვნელოვანი საქმე. ამოირჩიე ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს სცემ და სიტყვა მიეცი, რომ თუ წინასწარ განსაზღვრულ საქმეს საღამომდე არ დაასრულებ, ჯარიმის სახით გადაუხდი მას 25 ლარს. დამიჯერე, რომ ამის შემდეგ შენი სიზარმაცე უკვალოდ გაქრება.
ნაბიჯი №5
შეჯიბრი.
მოაწყვე შეჯიბრი. ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ერთბაშად მოტივაციაც აიმაღლო და სიზარმაცესაც დაემშვიდობო. გრძნობები, ემოციები და ენერგია, რომელიც შეჯიბრში გაჩენილი აზარტისა და პროცესში 100%-იანი ჩართულობის შედეგად ჩნდება, შეუძლებელია სხვა რამეს შეადარო. ჩახედე ნებისმიერ სპორტსმენს შეჯიბრის დროს თვალებში და ყველაფერი ნათელი გახდება.
- როგორ მოვიქცეთ?
მაგალითად, სურვილი გაქვს, რომ წინასწარ განსაზღვრულ დროში მიაღწიო წინასწარ განსაზღვრულ მიზანს, მაგრამ ენერგია არ გყოფნის და ამის გამო ბოლომდე ვერ მიგყავს წამოწყებული საქმე. შეუთანხმდი მეგობრებს ან კოლეგებს, რომ დაგეხმარონ ამ მიზნის მიღწევასთან დაკავშირებული შეჯიბრის მოწყობაში.
მაგალითად: "ვიპოვო მაღალანაზღაურებადი სამსახური" ან "გავხდე საქართველოს ჩემპიონი …"
აქ წესები არ არსებობს, აამოქმედე შენი უძლეველი ინსტრუმენტი სახელწოდებით – წარმოსახვა!
ქვემოთ შენ ხედავ სამ-გზის ოლიმპიური ჩემპიონის და ხუთ-გზის მსოფლიო ჩემპიონის, სახელგანთქმული იამაიკელი სპრინტერის, ვინსენტ ბოლტის ფოტოს. მან ამ მომენტში მსოფლიო რეკორდი დაამყარა 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში, (100 მეტრიანი დისტანცია გაირბინა 9,58 წამში, მისმა სისწრაფემ 1 წამში 10 მეტრს გადააჭარბა, ანუ 37,7 კმ/სთ).
ნაბიჯი №6
ფულით მოტივაცია.
ვაგრძელებთ ფულის თემას.
ფულის გადახდა – თვითმოტივაციის საუკეთესო საშუალებაა!
ერთ-ერთმა ჩემმა რუსმა კოლეგამ აზამატ უშანოვმა, რომელიც ყველაზე წარმატებული ახალგაზრდაა მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, შემდეგი ისტორია მოყვა: მან ინტერნეტში 2000$-ად შეიძინა სასწავლო კურსი და როდესაც გაეცნო მის შემადგენლობას, აღმოჩნდა, რომ მან ყველაფერი ის, რაც ამ კურსში იყო მოთხრობილი უკვე იცოდა და მისთვის ამ კურსში არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ იყო. თავიდან ის სერიოზულად განრისხდა, მაგრამ ვეღარაფერს იზამდა, ფული უკვე გადახდილი ჰქონდა და ამის გამო გადაწყვიტა, რომ თანმიმდევრულად მიყოლოდა და გაეკეთებინა ყველაფერი ისე, როგორც ამ კურსის ავტორი ურჩევდა.
მოულოდნელად, მის მიერ მიღებულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2000$-იანმა ინვესტიციამ იმხელა მოგება მოუტანა, რომ მან ამ თანხით ახალი ავტომობილი შეიძინა. ხოლო, მეორე შემთხვევაში, როდესაც მან 2000$-ად სხვა კურსი შეიძინა, ამ კურსში მოცემული დავალებების შესრულების მიერ მიღებულმა შედეგებმა, მას 17 დღეში 120 000$ მოუტანა. თუმცა, ათასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო და შენ შეგიძლია შენი ყურით მოისმინო ეს ისტორია >>>
ფულით მოტივაციის კიდევ ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს, იმ არ მიღებული შემოსავლების დათვლა, რომელსაც ჩვენ, არ მოქმედების ხარჯზე უშვებთ ხელიდან.
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ უმოქმედობას ამართლებენ და ამისათვის სხვადასხვა ეგზოტიკურ მიზეზებს ეძებენ. საოცარი კი ის არის, რომ ისინი ამ ეგზოტიკურ მიზეზებს ყოველთვის პოულობენ. ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ ყოველი მიზეზი, რომელიც სიზარმაცეს, უმოქმედობასა და სხვა მავნე ჩვევას ამართლებს, ცნობიერების ზედაპირზე ტივტივებს და სიღრმისეული ანალიზის შემდეგ შეუძლებელია მისი გამართლება, მისი მიმდევრები კი საბოლოო ჯამში უსათუოდ იმედ გაცრუებულები რჩებიან… როგორც რუსები იტყვიან: Они останутся у разбитого корыта!!!
თუ შენც მათ რიგებს მიეკუთვნები, მაშინ შემდეგ კითხვებზე მიპასუხე:
- რა ღირს შენი უმოქმედობა?
- რა თანხას კარგავ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ბიზნესის კეთების ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფები?
ძალიან გთხოვ აუცილებლად გამოითვალო ეს ციფრი და შენ "უსიამოვნოდ" გაოცებული დარჩები, რაც დაგავიწყებს შენი სიზარმაცის გამართლებაზე ფიქრს და ეფექტურ და ნაყოფიერ მოქმედებას დაგაწყებინებს!
ამ პოსტის ბოლოს კი მინდა შემოგთავაზო ერთი სასაცილო კლიპი, რომლის ავტორებმაც ის, ზარმაცი ადამიანების ცნობიერებაში ჯანსაღი ნაპერწკალის გასაჩენად შექმნეს
იმედია მეშველება