გამარჯობა მორწმუნენო.
არ ვაპირებ ამ თემში არც ცინიზმს და არც იესოს ლანძღვას. ისედაც ძლივს დამაქვს ჯვარივით მძიმე 100% ვორნი.
ჰოდა, ნაბიჯ ნაბიჯ მივყვეთ საკითხებს.
მორწმუნეს რომ გწამს ღმერთის ე.ი. გჯერავს ბიბლიის ხომ?
დასაწყისისთვის რამოდენიმე შეკითხვაზე გამეცით პასუხი და მერე ნელნელა შეიძლება გადმომიბიროთ კიდეც.
დინოზავრებიდან დავიწყოთ და მივყვეთ ქრონოლოგიურად. დიდ აფეთქებას, გალაქტიკების შექმნას გადავახტეთ ამჯერად... და მერე დავუბრუნდეთ, როცა სამყაროს ექსპანსიას განვიხილავთ და ბოზონსაც მოვიხსენიებთ.
ჰოდა დინოზავრები ხომ არსებობდნენ, ამის მტკიცებულებაც ხომ არსებობს? ძვლები, ეცეტერა... როგორ უარყობს ამ ფაქტს დღეს რელიგია, რეალური მტკიცებულების მიუხედავად, და პარალელურად ამტკიცებს ბიბლიურ "ჭეშმარიტებას", რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ედემის ბაღში შეუშვა ადამი და ევაც მერე ნეკნიდან.
და დინოზავრები?
This post has been edited by კენტავრი on 13 Jul 2012, 06:08