
American horor story არის მრავალ სერიად გადაკეთებული საშინელებათა ფილმი (ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვეძახი ასე და არ არის მგონი რეალობისგან შორს

)
უნდა აღინიშნოს რომ ყოველ სეზონში ვითარდება სხვადასხვა სიუჟეტი. პირველი ფოტო არის მესამე სეზონის პოსტერი, რომელშიც ისტორია შეეხება 300 წლის წინად არსებულ სალემის ჯადოქრებს. და რათქმაუნდა ახლანდელი დროც იქნება.
სეზონი დაიწყება ამ წლის 9 ოქტომბერს

ქასთი თითქმის არ იცვლება.
დანარჩენი 2 სეზონი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეორე სეზონის პოსტერი

მეორე სეზონი მოგვითხრობს ექიმებზე, პაციენტებზე და მონაზვნებზე რომლებიც მოღვაწეობენ (

) ბრაიარკლიFის საგიჟეთში, მასაჩუსეთში 1964 წელს. სეზონში ჩანს როგორც 1964 წელი ისე ახლანდელი დრო, ანუ პერსონაჟების წარსული და აწმყო. არის რამდენიმე მთავარი ისტორია: მანიაკ სერიულ მკვლელზე რომელიც მსხვერპლებს (ქალებს) სახის კანს აჭრის და ნიღბებს იკეთებს, ასევე ერთ პაციენტს უცხოპლანეტელები ეწვევიან და ცალკე ისტორიაა მასზე.
საკმაოდ საინტერესო და ქრიფი სეზონია მოკლედ
პირველი სეზონის პოსტერი

პირველი სეზონის სიუჟეტი:
ფსიქიატრი ბენი და მისი ცოლო ვივენი მათ მოზარდ შვილთან ერთად გადადიან საცხოვრებლად ბოსტონიდან ლოს-ანჟელესში.
ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება რაც ქმრის ღალატის შემდეგ, ვივენი გააჩენს მკვდარ ბავშვს.
ოჯახი დასახლდება დიდ და ძველ სახლში, სად ადრე რამდენიმე მკვლელობა მოხდა და ახლა სახლში მოჩვენებები ბინადრობენ. ©
gioshka წინა თემის ლინკი
American Horror Storyაბა თქვენ იცით
This post has been edited by MEDS on 1 Apr 2014, 00:02