მოკლედ დღეს თბილისის სიამაყე ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობდი .
როგორც ყოველთვის დიდი ჭედვა იყო და როგორც ყოველთვის ფეხზე ვიდექი..
არავინ არ საუბრობდა ყველა ჩუმად იყო და ერთი სული გვქონდა როდის ჩავიდოდით ავტობუსიდან .
ამ დროს ამოვიდა 82 წლის ბაბუ {საუბრისას თქვა რო შარშანწინ 80 ის ვიყავიო}
ამოვიდა და დაიწყო საუბარი მოყვა თუ როგორ გამოლანძღა მინისტრის მოადგილე და მოსვა თავის ადგილას მერე მოყვა რო მარტო ცხოვრობს და ცოლი არ ყავს კიდე მოყვა როგორ უნდოდა თბილისი მერთან შეხვედრა და არ შეახვედრეს მერე მოადგილეს შეხვდა და ისიც როგორ გამოლანძღა და ა.შ..
საინტერესო ის იყო რომ მისი ასაკის ბებო დაუჯდა წინ (ძალიან გაპრანჭული იყო წითელი პომადა ესვა და წითელი კაბა

)ამ კაცმა კი დაუწყო ბებოს ლაპარაკი იმაზე თუ რა რომანტიული იყო და რა სიურპრიზებს უწყობდა თავის ცოლს (რომელიც მოუკვდა) მოკლედ ბილეთი აუღო ბებოს და შესთავაზა გავისეირნოთო ბებოც კი მოხიბლული იყო როგორც ეტყობოდა ამ კაცით და დასთანხმდა ....
და რისთვის მოვყევი ამდენი რაღაცა ...
1.აშკარა იყო რო ეს კაცი უბრალოდ მარტოსული იყო და ხმის გამცემი არ ყავდა ამიტომ ცდილობდა ავტობუსში ხალხის აყოლიებას რაც მოახერხა კიდევაც
2.ადამიანი ასაკში რომ შედის მომაბეზრებელი ხდება მაგრამ უნდა ითქვას რომ ხალხი რაღაც გამოაცოცხლა ამ კაცმა სერიოზული როჯები მოიხსნეს და ზოგი იღიმოდა ზოგიც კი იცინოდა ..
3.ყველაზე ძალიან კი ის გამიკვირდა 5 წუთში რომ ნაშა (ჩემთვის ბებო) მოხსნა

აშკარაა რომ ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის ბავშვს ემსგავსება მისი ქმედებებით

მეთანხმებით ?
This post has been edited by WesterYou on 16 Jul 2012, 16:39