ხუთშაბათის "ალიაში" გამოქვეყნებულ ფოტოსურათებს, სადაც "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი, კობა ხაბაზი, თბილისის ზღვის იახტკლუბში ორ გოგონასთან ერთად არის გადაღებული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ვნახოთ, რას ამბობს ამ ფოტოებთან დაკავშირებით თავად კობა ხაბაზი?
- თქვენს გაზეთში დაიბეჭდა ჩემი ფოტოსურათები სათაურით: "ხაბაზის სკანდალური ფოტოები". ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. იმის შემდეგ, ვინც რამე კომენტარს გააკეთებს, ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ არაფერი სასკანდალო აქ არ ყოფილა; ჩემს მეგობარ გია კოპალეიშვილს აქვს მცირე საკრეისრო ნავი. შაბათს და კვირას ავდივართ და ვვარჯიშობთ.
- საქმესთან ახლოს შეიძლება? რაღაც შორიდან იწყებთ. თქვენ იქ ახალგაზრდა გოგონებთან ხართ სავარჯიშოდ?
- ერთი წუთით, ერთი წუთით, უნდა გითხრათ, რომ იმ გოგონებს არც კი ვიცნობ.
- ქალები ხელში გყავთ აყვანილი და არც კი იცნობთ? დაფიქრდით!
- (აღელვებული) დამამთავრებინეთ, თუ შეიძლება: მივედით, ჩვენ ვაპირებდით გასვლას და მოვიდა ორი გოგონა და გვთხოვეს ზღვაში გაყვანა, გასეირნება (მა, ვარჯიში?..). რახან იქ არის მაღალი მოაჯირები, გადავიყვანეთ ხელით, ეს იყო და ეს. სხვა არაფერი არ ყოფილა.
- კი მაგრამ, ასე უცხო გოგოები დაგყავთ შუა ზღვაში სასეირნოდ?
- უცხო გოგოები კი არ მიგვყავს, ძალიან ხშირად გოგოებიც და ბიჭებიც გაგვყავს ზღვაში.
- თქვენ შემჩნეული ხართ პატარა გოგონებთან ინტიმურ კავშირებში. ყოველ შემთხვევაში ასეა ცნობილი.
- უკაცრავად, რაა, არავითარ პატარა გოგონებთან არაფერში შემჩნეული არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც ვიქნები არასოდეს. ეს თხოვნა მექნება თქვენთან, რომ იმ ორ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, ისინი ჩავარდებიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში.
ფორ.ჯი
ცუდად ვარ