ოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი გრეგორი გრეი დაიცავს.
ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას Skadden-ის ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ჰერლიხი და ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ბესტორ გრეგი ესწრებოდნენ.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ "ფეისბუკის" გვერდზეა აღნიშნული.
გრეგორი გრეგი ცნობილია, როგორც ადვოკატი და იურისტი, ასევე როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ის გახლდათ თეთრი სახლის იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი 1998 წელს. 2009-2010 წლებში კი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირადი მრჩეველი.
რაც შეეხება Skadden-ს, ეს არის ცნობილი საერთაშორისო იურიდიული იურიდიული კომპანია, რომელიც დასახელდა 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე 2012 წელს მოიპოვა IFLR (გამოცემა: საერთაშორისო ფინანსური სამართლის მიმოხილვა) ევროპისა და ამერიკის ჯილდო.Chambers Global-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად. აღნიშნულ ჯგუფში მოღვაწე 126 იურისტი შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში.
სწორედ ეს იურიდიული კომპანია დაიცავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომლის უფლებებიც დაირღვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს ხელისუფლებასთან დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10569&Itemid=1
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ