ვისაც არ გსმენიათ ამ თამაშის შესახებ:
Need For Speed World ეს არის Multiplayer Racing თამაში, სადაც დროთა განმავლობაში გემატებათ გამოცდილება და გადადიხართ ახალ ეტაპებზე (Level) - რბოლებში მონაწილეობით, გამოცდილების მატებასთან ერთად ხსნით ახალ ნაწილებს, მანქანებს და ა.შ. ამ თამაშში შეგიძლიათ მანქანის როგორც ყიდვა ასევე გაქირავება, შეგიძლიათ თავად იქირავოთ მანქანა, თამაშში არის ჩვეულებრივი ფული და არის ასევე ეგრეთწოდებული Boost-ები, Boost-ებით შეგიძლიათ იყიდოთ ის, რასაც ჩვეულებრივი ფულით ვერ იყიდით, გრაფიკა აქვს საკმაოდ კარგი,
თამაშში არის როგორც ჩვეულებრივი ასევე გუნდური რბოლები, გარდა ამისა რათქმაუნდა აქვს თავისუფალი მოძრაობის ფუნქციაც (რბოლის გარეშე მოძრაობთ მთელს ქალაქში), თავისუფალი მოძრაობის დროს ხვდებით სხვადასხვა მოთამაშეებს, შეგიძლიათ ტურნირების გარდა, შეეჯიბროთ ცალკეულ მოთამაშეებსაც, დაიმატოთ ისინი მეგობრებში, მიწეროთ მათ და ა.შ.
ახლა კი მცირე ინსტრუქცია თამაშის დასაწყებად: შედიხართ საიტზე, გადიხართ რეგისტრაციას, შემდეგ იწერთ თამაშს (ლანჩერს), ამის შემდეგ გაიხსნება ლანჩერი, შეხვალთ ლანჩერში თქვენი ახალი ექაუნთით, და შემდეგ გადმოიწერთ უკვე თამაშის ძირითად ფაილებს, შეგიძლიათ გადმოიწეროთ მაქსიმალური ვერსია უკეთესი გრაფიკისთვის, ამისთვის შედიხართ Setting-ში (კბილანის აიკონი არის გამოსახული), და ირჩევთ Maximum-ს, გადმოწერის შემდეგ შედიხართ თამაშში, ქმნით ახალ Driver-ს, შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე Driver-იც, და შექმნილი Driver-ით იწყებთ ახალ კარიერას, დასაწყებად გეძლევათ ცოტაოდენი ფული რომ იყიდოთ მანქანა, ამის შემდეგ შედიხართ თამაშში, რბოლის ავტომატუი მოძებნისთვის აწვებით R-ს, ასევე შგიძლიათ დააწვეთ M და აირჩიოთ სასურველი რბოლა.
ოფიციალური ვებ-საიტი:
https://world.needforspeed.com/ოფიციალური ტრეილერი:
http://www.youtube.com/watch?v=H7_rYGpGXs4 This post has been edited by PV-Toko on 18 Nov 2012, 19:31