#32203584 · 19 Jul 2012, 21:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულია და ეს კანონით უნდა ისჯებოდეს, არაა სადავო, ჩემის აზრით. სადავო არის ახალ რეალობასთან "მისადაგებული" კანონები და მათი ორმაგი ინტერპრეტაცია. თუმცა ამ თემაში თქვენი ყურადღება მინდა შემდეგ გარემოებას მივაპყრო:
წარმოიდგინეთ, რომ დეპუტატობის კანდიდატი კნეჭს იყრის ერთი რომელიმე პარტიის სახელით, არ აქვს მნიშვნელობა - მაჟორიტარია თუ პარტიული სიებით გადის, გახდა დეპუტატი. გარკვეული ხნის შემდეგ "კრიტიკულად გადახედა საკუთარ იდეებს" და სხვა პარტიაში გადაბარგდა. ანუ - ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა და ხმები მისცა, როგორც ერთი პარტიის წევრს, წარმომადგენელს, ამ პარტიის პროგრამის პოტენციურ გამტარებელს, ეს კი უნამუსოდ მეორე პარტიაში გადაბარგდა გადეპუტატების შემდეგ. ასეთი ფაქტი არა-ერთი ყოფილა. მაგ. სურმანიძე, გიგი წერეთელი... განსაკუთრებით დაიჩაგრნენ ამ მხრივ ლეიბორისტები. როგორც წესი, გადეპუტატებულები უმრავლესობის პარტიაში გადაბარგდებიან ხოლმე და ეს გადაბარგება სულაც არ არის იდეების გადახედვის შედეგი. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მოხდა ამ დეპუტატის მოსყიდვა უმრავლესობის მიერ. ჩემი აზრით, მოსყიდვის ეს ფორმა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით დანაშაულად არ ითვლება და დაშვებულია. მოქ. კავშირი და მისი მემკვიდრე - ნაც. მოძრაობა არიან ამ არაკაცობის წამახალისებლები. შეიცვალე იდეები? შენი ნებაა, მაგრამ გამოეთრიე პარლამენტიდან და დეპუტატის მანდატი იმავე პარტიის სხვა კანდიდატს დაუთმე. ესაა მორალურად და ზნეობრივად მართალი, კაცური და ის რაც კაცურია და ზნეობრივად მართალი - რატომ არ უნდა იყოს კანონით გამაგრებული?
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორია ამ მხრივ სხვა ქვეყნების, მაგ. აშშ-ს კანონმდებლობა. შეუძლია დემოკრატ კონგრესმენს გადაბარგდეს რესპუბლიკელებში მანდატის შენარჩუნებით, ან - პირიქით? კანონი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საყოველთაო ეროვნული შერცხვენა და გაკიცხვა არ აცდებათ ასეთებს. არც გამიგია ასეთი რამ მომხდარიყოს.
This post has been edited by crocodile on 19 Jul 2012, 21:51
|