სელენ მარი კლოდეტ დიონი – დაიბადა კანადაში, 1968 წლის 30 მარტს. მისი ოჯახი მონრეალის დასავლეთით, პატარა სოფელ შარლემანში, ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მათ ბავშვები და მუსიკა უყვარდათ. თოთხმეტი და–ძმიდან გოგონა ყველაზე პატარა იყო. მისი მშობლები პატარა რესტორანს და კლუბს ფლობდნენ, სადაც ბავშვებს მუსიკალური ტალანტის დემონსტრირება შეეძლოთ.
ხუთი წლის ასაკში სელენის, როგორც მომღერლის, დებიუტი მამის აკორდეონის და დედის ვიოლინოს აკომპანიმენტით, შედგა. ოცი წლისამ მან კასეტაზე ჩაწერა პირველი სიმღერა, რომელიც ცნობილი ფრანგი მომღერლის – ჟანეტ რენოს ალბომში ამოკითხულ კოორდინატებზე გააგზავნა. ეს რენე ანჟელის მისამართი აღმოჩნდა, რომელმაც ჩანაწერის მიღებისთანავე სელენი ოფისში დაიბარა. ანჟელი დიონის ვოკალით პირველი მოსმენისთანავე აღფრთოვანებული დარჩა.
პოპულარობისკენ სავალი გზა სავსე იყო სიძნელეებით. სულ მალე პირველი ორი ალბომის – „La Voix du bon Dieu“ და „Celine Chante Noel“ პრეზენტაცია გამართა. სამხრეთელმა გოგონამ რეკორდულად მცირე დროში ჯილდოების მთელი სერია მიიღო – ტოკიოში ფესტივალზე „Yamaha“ – ოქროს მედალი, 1983 წელს კი, ოქროს დისკი – საფრანგეთში. 1988 წელს დუბლინში, ევროვიზიის კონკურსზე გამარჯვებით, დიონმა წარმატების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ორი წლის შემდეგ, ერიკ რეკორდის ფირმაში, ჩაიწერა ინგლისურენოვანი ალბომი – „Unison“. მულტფილმისთვის „მზეთუნახავი და ურჩხული“ შესრულებულმა სიმღერამ კი მომღერალს მუსიკალური პრემიები: გრემი და ოსკარი მოუტანა.
1993 წელს სელინი ბალადით – „Colour of My Love“ ამერიკას იპყრობს. მუდმივი გასტროლებით, კონცერტებით და მუშაობით დაღლილს პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებოდა. რენემ გადაწყვიტა ეს პრობლემა სასწრაფოდ მოეგვარებინა და... ოცდაექვსი წლით უფროსი რენე ანჟელის და სელენ დიონის რომანტიული ურთიერთობა, მონრეალის საკათედრო ტაძარში, ჯვრისწერით დაგვირგვინდა...

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის გახსნაზე დიონის გამოსვლა დასტური იყო იმისა,რომ ის მსოფლიო დონის მომღერალია. კანადურმა სიმღერამ „The Power of the Dream“ (ერთობლივად ცაიწერა ლინდა ტომპსონთან, ბებიფეისთან და დევიდ ფოსტერთან) დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელებზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების უმრავლესობა, მისი შესრულების სტილს ცივს და მექანიკურს უწოდებს, სელენ დიონი წარმატებით აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. 1996 წელს ალბომმა – „Falling Into You“ გრემის ორ ნომინაციაში – „წლის ალბომი“ და „საუკეთესო პოპ–ალბომი“ გაიმარჯვა. ყველაზე დიდი წარმატება კი სელინს ჯეიმს კამერტონის ფილმმა „ტიტანიკი“მოუტანა.
პერსონალური ვებ–გვერდი:
http://www.celinedion.comდისკოგრაფია:
„Le voix d’un bon Dieu“ – 1981
„Chante Noel“ - 1981
„Les chemins de ma maison“ – 1983
„Melanie“ – 1984
„Les oiseaux de bonheur “ – 1984
„Les chansons en or“ - 1986
„Incognito“ - 1987
„Vivre/The best of “ – 1988
„Unison“ - 1990
„Dion chante Plamondon“ – 1991
„Celine Dion“ – 1992
„The Colour of My Love“ – 1993
„À l’Olympia“ – 1994
„D’eux“ – 1995
„Gold, volume two“ – 1995
„Gold, volume one“ – 1995
„Falling Into You“ – 1996
„Live à Paris“ – 1996
„Let’s Talk About Love“ - 1997
„The collection“ 1982-1988 - 1997
„These Are Special Times“ – 1998
„S’il suffisait d’aimer“ – 1998
„Au coeur du stade “ - 1999
„The early singles“ - 1999
„All The Way… A Decade of Song“ – 1999
„The Collector’s Series Volume One“ – 2000
„A New Day Has Come“ – 2002
„One Heart“ – 2003
„1 fille & 4 types“ - 2003
„A new day… Live in Las Vegas“ – 2004
„Miracle“ – 2004
„On ne change pas“ – 2005
„D’elles“ - 2007
„Taking Chances“ - 2007
სელინის რამდენიმე პერფორმანსი :
და ყველაზე ცნობილი ტიტანიკი :
This post has been edited by gossipsite on 26 Apr 2010, 19:50
მიმაგრებული სურათი