ბურზო
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 40518
წევრი No.: 58828
რეგისტრ.: 18-April 08
|
#32193013 · 19 Jul 2012, 03:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადი ინფორმაცია
1991 წლის 21 დეკემბრის ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიის ფართობი შეადგენს 69,7 ათას კვ.კმ-ს. საქართველოს საზღვრის სიგრძე შეადგენს 1 968 კილომეტრს (1995 წლის მონაცემებით) რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის სიგრძეა 825,4 კმ. აქედან 775 კმ მაღალმთიანი მონაკვეთია.
რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან საქართველოს საზღვრის სიგრძე შემდეგია:
1. კრასნოდარის მხარე (აფხაზეთის მონაკვეთი) 76 კმ 2. ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა (აფხაზეთის მონაკვეთი)- 175 კმ. 3. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (სვანეთის მონაკვეთი) – 114 კმ. 4. ჩრდილო - ოსეთის რესპუბლიკა (რაჭის, ე.წ. სამ.ოსეთის, ყაზბეგის რაიონის მონაკვეთი) – 166 კმ. 5. ინგუშეთის რესპუბლიკა (ყაზბეგისა და დუშეთის რაიონის მონაკვეთი) 62,4 კმ. 6. ჩეჩნეთის რესპუბლიკა (ახმეტის რაიონი - თუშეთი, დუშეთის რაიონი - ხევსურეთის მონაკვეთი) – 84 კმ. 7. დაღესტნის რესპუბლიკა (ლაგოდეხის, ყვარელის, თელავის, ახმეტის რაიონების მონაკვეთი) – 148 კმ საბჭოთა პერიოდში საქართველო რუსეთის ფედერაციას უკავშირდებოდა კავკასიის ქედის პერიმეტრზე სხვა და სხვა პროფილის მქონე უღელტეხილებით და გადასასვლელბით. საქართველოს და რუსეთს მთლიანობაში აკავშირებდა 44 გადასასვლელი, უღელტეხილი და გზა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული საზღვარი ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებებით. იყო შემთხვევები როდესაც საქართველოს ტერიტორია გაიზარდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით (1944 წელს „ხალხების დიდი გადასახლების “ გამო) და მომხდარა პირიქით, როდესაც ამავე მოსაზრებებით აღნიშნული ტერიტორიები უკან დაუბრუნდა თავის მფლობელს. აღსანიშნავია ისიც, რომ მე- XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის რუკების მიხედვით საქართველოს მიეკუთვნებოდა ზოგიერთი ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში (მაგ. კავკასიის ქედს იქით, რაჭის მიმდებარე ტერიტორია, მთა-თუშეთის , ხევსურეთის და ხევის მიმდებარე ტერიტორიები). საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზღვარი დაფიქსირებულიყო კავკასიის ქედის გასწვრივ, საქართველოს მთიანეთის კონტროლის პერსპექტივით. მდგომარეობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან - 2004 წლამდე
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა მოვლენებმა, რუსეთის ხელისუფლების სურვილმა, არ დაეკარგა კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე, განაპირობა სეპარატისტული რეგიონების გაჩენა. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის , საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთი ოფიციალური თბილისის კონტროლის მიღმა დარჩა. ამ პერიოდში საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავშირებით თავი იჩინა შემდგომმა პრობლემებმა: 1. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგობა და საქართველოს ხელისუფლების უნიათობა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით ( მიუხედავად მრავალ წლიანი მსჯელობისა საზღვრის დემარკაციის საკითხი დღემდე გაურკვეველია) ; 1. სეპარატისტული რეგიონების საზღვრის მონაკვეთთა უკონტროლობა. 2. კონტრაბანდის ფართოდ გაშლილი ქსელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც საზღვრის მიმდებარე რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე სხვა და სხვა რანგის მაღალჩნოსნები. სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საზღვრის მონაკვეთის გარდა, ასეთი რამ ხდებოდა „ლარსის“ საგუშაგოზე, მამისონის უღელტეხილზე (ჩრდილო ოსეთი- რაჭის მონაკვეთი) და თითქმის გაუვალ ბეშთა-ახალსოფლის (დაღესტანი - კახეთის მონაკვეთი) შემაერთებელ ხაზზე. 3. სასაზღვრო პუნქტებისა და დაუცველი სასაზღვრო ზონების გავლით საქართველოში შემოედინებოდა ნარკოტიკული საშუალებები და შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები. 4. საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო პოზიცია საზღვრის დაცვის საკითხებში მაგალითად: საქართველომ დაკარგა ტერიტორია ყვარელის რაიონში, რომელიც 1985 წელს დროებით გაიცვალა ყიზლარის საძოვრებზე. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქართველი მესაქონლეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ხოლო ტერიტორია ყვარლის რაიონში რუსეთს დარჩა. დაუდევრობით დაიკარგა ხევსურეთში სოფელ ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორია (დაახლოებით 10 კვ.კმ) ლარსის სასაზღვრო პუნქტის არასწორი განლაგების გამო დაიკარგა ტერიტორიის რამდენიმე კვ.კმ. (იხ. ქვემოთ) მდგომარეობა 2004 წლიდან - დღემდე
ამ პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა: 1. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიკარგა საქართველო-რუსეთის საზღვრის, საქართველოს მიერ კონტროლირებადი მნიშვნელოვანი მონაკვეთი - კოდორის ხეობა. 2. ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ. 3. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ- ით გადმოიწია საზღვარი და მიიტაცა 24 კვ.კმ. 2004 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისათვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ნატო-სკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ამან განაპირობა მათი გააქტიურება. რუსეთმა აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ექსპანსიისათვის და საზღვრისპირა რეგიონების მიტაცებისათვის. იმისათვის , რათა ნათელი გახდეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შემდგომი ქმედებები საჭიროა გავეცნოთ გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. რუსეთის სავარაუდო გეგმა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან დაკავშირებით
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის დროინდელ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო - სთან სავარაუდო ომის შემთხვევისთვის შეიქმნა. სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად განიხილებოდა ნატო -ს წევრი ქვეყანა თურქეთი. ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც მოიცავდა 3 თავდაცვით ზღუდეს: 1. სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე (დღევანდელი საქართველო - თურქეთის საზღვარი). 2. კავკასიის ქედის გასწვრივ. 3. სიღრმეში, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ნატო-ზე ორიენტირების შემდეგ, რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითად ზღუდედ, შესაბამისად მან შეიძინა განსაკუთრებული ფუნქცია, აღსანიშნავია, რომ ზღუდის გასამაგრებლად გამოყენებულია ის პრინციპები, რომელიც ზემოთ ნახსენებ გეგმაშია მოყვანილი. კერძოდ: კავკასიის ქედზე გამავალი ზღუდის სრულყოფილი დაცვისათვის, საჭიროა სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ -იანი ზოლის კონტროლი, რომლისგანაც 20 კმ. ქედიდან სამხრეთით, განეკუთვნება აქტიური დაცვის სივრცეს, შემდგომი 20კმ. პასიური დაცვისაა. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან დღემდე განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 1. სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით, ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის მონაკვეთები; 2. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა და მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია. 3. საქართველო - რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24 მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. 4. კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსეთის ხელშია. 5. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში ( მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან ) 6. რუსეთის ქმედებით შედეგად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთზე განლაგებული იყო 260 სოფელი, არსებობდა განსახლების 9 უბანი. დღეს 5 უბანს მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენ 4-ს საქართველო, რამაც თავისთავად დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად მთის სოფლებშიც (რაჭ, დუშეთის რაიონი, ყაზბეგის რაიონი ) სავარაუდო ხიფათის თუ სოციალურ - ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაცია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას. საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შექმნილი გეგმა, კავკასიის ქედის პერიმეტრზე და 40 კმ -იან თავდაცვის სივრცეში, ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორც ვერტიკალური მიმართულებებით, ასევე ქედის პარალელურად. ჩვენი აზრით, ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება შემდეგი პროექტები: 1. ახალი 207 კმ -იანი გზა, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან, მარუხის უღელტეხილის გავლით - აფხაზეთისკენ (ამ გზის ყარაჩაი - ჩერქეზეთის მონაჯვეთი უკვე მზადაა) 2. უკვე აშენებული გზა, კალაკი - მამისონი ( ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) ეს გზა 18 კმ- იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისაკენ (აქედან გამომდინარე გასაგებია ქართველი მესაზღვრეების იძულება, რომ მათ მამისონის უღელტეხილიდან ”ნიკოლოზის ხიდის” აფეთქების ფაქტი) 3. გეგმაში არსებული როკის გვირაბის რესტავრაცია და ახალი გვირაბების გაჭრა. 4. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის, ითუმ - კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად. 5. დამთავრებულია დაღესტანის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარელის რაიონამდე (ეს გზა პირადად პუტინის მითითებით აშენდა) 6. ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი - ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან კავკასიონის ქედის პარალელურად გაგრძელება ყაზბეგის რაიონისკენ. ამის საფუძელს გვაძლევს ის, რომ ჩრდილო ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღითიდღე უფრო მეტი მაშტაბი ეძლევა და მასში უკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები (განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი). თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრააციული საზღვარი გადის ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდინარე ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია როგორი ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები. კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის, მოლაპარაკების საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი გადიოდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ე.წ ”ეშმაკის ხიდსა” და საფორთიფიკაციო ნაგებობა ”ძოტის” მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო გამშვები პუნქტი ”ლარსის” სახელწოდებით (უნდა ითქვას, რომ სსრკ-ს დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიხედვით საქართველოს გვირაბს იქით კიდევ 100 კვ.კმ). შემდგომში, გაურკვეველი მოსაზრებების გამო, 90-იანი წლების შუაში, საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი გადმოწია 850 მ -ით უკან. ეს ღონისძიება დროებითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ასე დარჩა. ამ მონაკვეთს დაერქვა ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა. რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად საკმარისია დავხედოთ რუკას. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო, ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ - გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-მონეხჭალა (თუშეთი)მიმართულებას, მაშინ გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებული შეფასებას იმსახურებს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება. ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლადაა ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენება ( ამ მიმართულების ვერტიკალურად ჩეჩნეთიდან შენდება ითუმ - კალედან გამომავალი გზა). თუ გავითვალისწინებთ. რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატიურია თავისი ამოცანის შესრულება. რუსეთის ფედერაცია თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში ნიღბავს ეკონომიკური თუ ტურისტული პროექტებით. 1. მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ზამთრის კურორტის აშენება, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი სამთო კურორტი იქნება ( 35 სათხილამურო ტრასა). ამ კურორტის პროექტი დემონსტრირებული იყო 2006 წელს კრასნოდარის ეკონომიკურ ფორუმზე და მაღალი შეფასება დაიმსახურა. კურორტი შენდება ჩრდილოეთ ოსეთის, ზარამაგის ნაკრძალის ტერიტორიზე. სწორედ ამ პროექტის საფარ-ქვეშ გარემონტდა კალაკი - მამისონის გზა. პროექტის სახელწოდებაა - ”მამისონი”. 2. კოდორის ხეობაში შეიქმნა სახელმწიფო პარკი, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა გახდეს, ჩრდ. კავკასიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პარკის ნაწილი. 3. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით დაღესტანში მზადდება სათხილამურო კურორტის პროექტი, საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ მოახდინა სასწრაფო რეაგირება შექმნილ მდგომარეობაზე, ვითარება შეიძლება უაღრესადაც დამძიმდეს. გასაგებია საქართველოს ხელისუფლების სურვილი, არ მოხდეს კონფრონტაცია რუსსა და ქართველ მესაზღვრეების შორის, რათა რუსეთს არ მიეცეს სამხედრო ძალის გამოყენების საბაბი ( მაგალითად: მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ფაქტი), მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოა და აქტიურ კონტრღონისძიებებს მოითხოვს. კონტრღონისძიებები უნდა მომდინარეობდეს არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ საქართველოს საზოგადოებისაგან. ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს რომ საერთო ძალისხმევის გარეშე მდგომარეობა არ შეიცვლება. დღეს საქართელოს მთიანეთში დაახლოებით 450 კმ -იან საზღვარზე დარჩენილია 25 – 30 ათასი მაცხოვრებელი (ძირითადად ონისა და მესტიის რაიონების ხარჯზე) დეპოპულაციის პროცესი გრძელდება. ხელისუფლებამ გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი მოსახლეობის მთაში დასამაგრებლად (იგულისხმება სამთო ტურიზმის განვითარების პროექტები) , მაგრამ ეს ნაბიჯები ჯერჯერობით არ არის საკმარისი, მისახედია თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, ხევი, რაჭა, საქართველოს მთის სხვა კუთხეები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველოს მთამ და მისმა მოსახლეობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია.
This post has been edited by ბურზო on 19 Jul 2012, 10:31
|