ანუნაკიდააკონკრეტე თორემ დაგიხურავენ თემას:
ჯონდი ბაღათურიას შთაბეჭდილება რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილთან გაფუჭებულ ტელეფონს ჰქონდა ადგილი
15:16 19-07-2012
"ქართული დასის" ლიდერ, ჯონდი ბაღათურიას შთაბეჭდილება რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილთან გაფუჭებულ ტელეფონს ჰქონდა ადგილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაღათურიამ განუცხადა, მას გაუკვირდა "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის დასახელება.
რაც შეეხება ივანიშვილის შეფასებას, ბაღათურიას უკვე მეორედ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესში, გაფუჭებულ ტელეფონს აქვს ადგილი, რადგან ამ მოლაპარაკებებში, მას სირთულე არაფერი შეუმჩნევია.
ბაღათურია 4-5 დღე ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია და კონსულტაციებს მის წარმომადგენებთან აწარმოებდა.
ამიტომ, სანამ პირადად არ ნახავს ივანიშვილს, ბაღათურიას ამ საკითხზე დეტალური კომენტარის გაკეთება არ სურს.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, სადაც დიდი მიღწევები არ არის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...nda-adgili.html