კარალეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულმა "ქართული ოცნების" ორმა წევრებმა შიმშილობა გამოაცხადა
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაკავებულების ადვოკატმა თედო კობახიძემ განაცხადა. მან დაკავებული კახაბერ გოგიშვილის წამების ფაქტებზეც ისაუბრა.
"გოგიშვილს დაკავებიდან სამი დღე მხოლოდ სასმელ წყალს ასმევდნენ, მისთვის საჭმელიც კი არ მიუწოდებიათ, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, ლანძღავდნენ და აიძულებდნენ, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ეგინებინა. ამის მიუხედავად, გოგიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. რაც შეეხება ცოტნე შენგელიას, დაკავების დღეს, როცა ის ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს, მას ადგილზე კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები დახვდნენ და კალაძესთან ურთიერთობის გაწყვეტა უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრნენ", - განაცხადა კობახიძემ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია უსაფუძვლოდ დაკავებულ ყველა ადამიანს დაიცავს.