12 ივლისს დიდ ბრიტანეთში დაიწყეს მსჯელობა კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც ინტერნეტ ტროლინგი უნდა აიკრძალოს, ინტერნტ ტროლის მეილი და პირადი მონაცმები ხელმისაწვდომი გახდება მათი მსხვერპლისთვის, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულს, რომ სასამართლოში განაცხადოს.
ხოლო იმ საიტების მეპატრონეები, სადაც ინტერნეტ ტროლინგი განხორციელდება თუ არ დაეხმარებიან გამოძიებას ტროლების გამოაშკარავებაში, სასამართლო მათ დაუწესებს იგივე სახის ჯარიმებს, როგორსაც ინტერნეტ ტროლებს.
თუმცა ბრიტანელები მსჯელობენ იმაზეც, რომ კანონმა ინტერნეტში ანონიმურ მომხმარებელს თავისუფლად აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ შეუზღუდოს. მაგრამ ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ მოქალაქეები უნდა ყვნენ დაცულნი ინტერნეტში შურაცყოფისგან.
ამ კანონპროექტის იდეას საფუძვლად უდევს ბრიტანელი ნიკოლა პრუკსის საქმე, რომელმაც მაისში, ტროლინგისგან დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, ხოლო სასამართლომ Facebook-ის ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ გაემხილა იმათი ვინაობა ვინც მას ტროლავდა. ფეისბუქის ადმინსიტრაციამ სასამართლოს მიაწოდა ტროლების პრიადი ინფორმაცია IP მისმართების ჩათვლით.
ამ ფაქტამდე კი რამდენიმე თვით ადრე უელსში ერთმა სტუდენტმა Twitter-ში ტროლინგის გამო 56 დღე საპატიმროში გაატარა.
http://www.ireporter.ge/?p=30486ტროლებს ერხევათ
This post has been edited by sexi-bicola on 20 Jul 2012, 20:53
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █