
როგორც იცით დღეს ყოველწლიური ტრადიციული ტურნირი, ''ტროფეო ტიმი'' გაიმართება. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას იტალიური ფეხბურთის სამი გრანდი, ''იუვენტუსი'', ''ინტერი'' და ''მილანი'' იღებს. ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში, აღნიშნული ტურნირი ბარიში, სან-ნიკოლას სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ რომ თითო გუნდი ერთმანეთის წინაამღდეგ მხოლოდ თითო ტაიმს თამაშობს. მოგების შემთხვევაში, ისევე როგორც ყველა ოფიციალურ ტურნირზე გუნდი 3 ქულას მიიღებს, ხოლო პენალტების სერიაში მოგების შემთხვევაში გუნდი ორ ქულას მიიღებს, თავის მხვრივ ამავე პენალტების სერიაში წაგებულ გუნდს 1 ქულა ემატება.
''ტროფეო ტიმის'' წლევანდელი გათამაშება თბილისს დროით 22 საათსა და 45 წუთზე ''ინტერისა'' და ''იუვენტუსის'' მატჩით დაიწყება. 1 საათში კი ''იუვენტუსი'' მეორე მილანურ გუნდს შეხვდება და ბოლოს მილანური დერბი გაიმართება.
აქვე გეტყვით რომ დღეს ''ტროფეო ტიმი'' მეთორმეტედ ჩატარდება. წინა 11 გათამაშებიდან 7 ''ინტერმა'' (2002,2003, 2004, 2005, 2007, 2010, 2011 წელი), 3 ''მილანმა'' (2001, 2006, 2008 წელი) და მხოლოდ 1 ''იუვენტუსმა'' მოიგო (2009 წელი)