აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რაც მის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მოჰყვა.
„მე რუსეთის პრეზიდენტს პუტინს დავურეკე და არჩევნებზე გამარჯვება მივულოცე. წარსულში ობამამაც დაურეკა მას. „ფეიქ მედია" გადაირია, ვინაიდან მათ სურდათ მე ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან. რუსეთთან და სხვებთან ურთიერთობის დალაგება კარგია, ცუდი არ არის“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება“.
„ბუში ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ მას არ ჰყავდა „ჭკვიანი“ ხალხი. ობამა და კლინტონი ეცადნენ ამას, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ენერგია (გაიხსენეთ „გადატვირთვის პოლიტიკა"), - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი აღნიშნულის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, „ამერიკის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი არ არის, როდესაც დიქტატორს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს“.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/48...eba-kargia.htmlეს როგორ გამოგრჩათ?
ჩვენც გვეხება
იქნებ ადუნებს))
რომ მერე უცბად შეუტრმპტრამპოს?
* * *
აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამართველოს ყოფილი უფრროსი ჯონ ბრენანი ვარაუდობს რომ რუსეთს ამერიკის პრეზიდენტზე რაღაც კომპრომატი აქვს. "სწორად ამით აიხსნება ტრამპის პუტინისადმი თბილი დამოკიდებულება" - წერს გაზეთი The Hill. ბრენანის უკმაყოფილება ტრამპის რუსეთის პრეზიდენტისადმი მილოცვის გაგზავნამ გამოიწვია. ადრე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ არ აპირებდნენ პუტინისთვის მიელოცათ. დაზვერვის ყოფილ უფროს გაუკვირდა, რატომ დაურეკა ტრამპმა პუტინს მისალოცად, და რატომ აქვს მას რუსეთის პრეზიდენტისადმი თბილი დამოკიდებულება. მისი თქმით პასუხი ერთია - "უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ მაინც რაღაც აქვთ"- აცხადებს ბრენანი
აი თურმე რა ყოფილა
ალი ხოჯა მაჰმადი