თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე არსებულ არალეგალურ სტამბა-მუზეუმს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ნაგებობის უნიკალურობა მიწის ქვემოთ, თითქმის 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებია, სადაც 1904-1906 წლებში რუსულ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა გაზეთებს, ბროშურებს და პროკლამაციებს ბეჭდავდნენ და მთელი რუსეთის მასშტაბით ავრცელებდნენ.
სტამბის მშენებლობის ორგანიზება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრ მიხო ბოჭორიძეს დაევალა. სტამბის შენობისთვის ავლაბარში შეარჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მეგობარ დავით როსტომაშვილს ჰქონდა აღებული. 1903 წლის 22 სექტემბერს თბილისის გამგეობაში შეტანილი პროექტის თანახმად, აქ ერთსართულიანი, სარდაფიანი ქვის სახლი უნდა აეშენებინათ, მაგრამ სახლის მშენებლობა არაოფიციალური პროექტის მიხედვით დაიწყეს. კონსპირაციული სამუშაოებისთვის მუშა-რევოლუციონერები მ იიწვიეს.
http://www.city.kvira.ge/2016/12/05/%E1%83...83%91%E1%83%98/ ფოტოკოლაჟი
მიმაგრებული სურათი