ერთი ნამდვილი, ჯიგიტი, დამრტყმელი, მოქეიფე, მომღერალი,განათლებული და ხალხის მეგობარი რაც მთავარია
გაურკვეველი ორიენტაციის ვინ არის და რა უნდა თვითონაც რომ არ იცის და საით და მიაქანებს თბილისს
........................................................................................................
ნიკო ლეკიშვილი - "თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს?"
"ვინც ფიქრობს, რომ მოვხუცდი, ცურვაში შემეჯიბროს"
"საშინელებაა რიყეზე ის ორი "ტრუბა"
"რატომ მოსპეს ლაღიძის წყლები? დარჩენილიყო, როგორც რუსთაველის პროსპექტის სიმბოლო"
"რა პრეზიდენტის საქმეა, შენობის ფასადი ლურჯი იქნება თუ მწვანე?"
"როგორ შეიძლება, ქალაქის სტილი პრეზიდენტმა ან მერმა განსაზღვროს?"
"იგვიანებს სამართლის აღსრულება"
- 2011 წლის შემოდგომაზე თბილისის საუკეთესო მერად "კვირის პალიტრის" მკითხველმა ამირჩია, რამაც ძალიან გამახარა, მაგრამ ამ პოსტზე კენჭისყრას აღარ ვაპირებ. 2012 წლის არჩევნებში კენჭი იმიტომ არ ვიყარე, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. ძალიან გავბრაზდი პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილების გამო და პროტესტი გამიჩნდა. მგონი, ქუთაისში პარლამენტი თბილისის ჯიბრზე გადაიტანეს... სხვადასხვა პარტიამ შემომთავაზა, თბილისის საკრებულოში მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვთქვი. ასეთ საკრებულოში, როგორიც დღესაა, ვერ ვიქნები. საკრებულოს კანონმდებლობა ზედმეტად პოლიტიზებულია და პარტიული ინტერესები ქალაქის ინტერესზე მაღლა დგას. საკრებულოში 25 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, პარტიულის გარდა, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, ქალაქში ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანები.
თბილისის საკრებულოს წევრებიდან 5-10 კაცი ვიცი. დანარჩენებს ვინ იცნობს? მახსოვს, 2000 წელი იყო, ჯანო კახიძემ გაოგნებულმა დამირეკა, საკრებულოში დამიბარეს მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტის განხილვაზე და კომიტეტის თავმჯდომარემ მკითხა, მუსიკალურ ცენტრში რაზე მუშაობთო. წარმოგიდგენიათ, ბერნშტაინი რომ მივიდეს ნიუ-იორკის მერიაში და უთხრან, ვინ ხარო? კაცი, რომელიც ჯანსუღ კახიძეს ვერ ცნობდა, საკრებულოში პარტიულმა სიამ გაიყვანა...
თუ თბილისელები პატივს არ სცემენ, რა უფლება აქვს ისეთ კაცს, საკრებულოში იყოს? პლეხანოვზე გაზრდილ კაცს იმის თავი თუ არ მაქვს, ჩემს უბანში არჩევნები მოვიგო, რა ნამუსით უნდა ვიჯდე საკრებულოში? თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს?

როდის მოინანიებს უგულავა?! - არის რაღაც, რაც ადამიანს არ დაგავიწყდება
უგულავას გარშემო ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ -
სკანდალური ფოტოებით დაწყებული და ელიტური კორუფციის საქმეებით დამთავრებული. თუმცა უგულავაზე უარესი და უკეთესიც გვინახავს, მამა აბრამის ბატკნის სახეებით რომ დგანან ხოლმე ეკლესიებში, სანთლით ხელში.
თუმცა არის რაღაც, რაც ადამიანს არ დაგავიწყდება. მაგალითად, შესაძლოა, გავიდეს წლები და დავიწყებას მიეცეს უგულავას მერობა, მისი "გულაობა" მოტრანსვესტიტო პირებთან, კორუფციული სქემები, 115-ათასიანი "დიეტები" თუ სტრიპტიზბარებში გადარიცხული ბიუჯეტის ფული. ამით უგულავა უახლოეს ისტორიაში ადგილს ნამდვილად ვერ დაიმკვიდრებს - მაქსიმუმ, მის საქმეებს პროკურატურის არქივში თუ მოუძებნიან ადგილს.
This post has been edited by Marita:) on 7 May 2013, 13:13