
საპროტესტო გამოსვლის მოთხოვნებია:
1. გაუქმდეს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისი N158 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად ესაჭიროება "ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან უცხოეთში".
2. საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო რეგისტრაცის გატარების მიზნით საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღების საათები განისაზღვროს: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 16 საათიდან 20საათამდე და კვირას 11 საათიდან 16საათამდე.
3. საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირება საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართველების სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოგიწოდებთ ყველა ქართველ მიგრანტს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა შემოუერთდეთ ამ აქციას და გააპროტესთოთ მსოფლიოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების უპრეცენდენტო დარღვევა.
შეგახსენებთ რომ 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები.
ნუ მივცემთ ნურცერთ პოლიტიკურ ძალას საშუალებას ჩვენი მდგომარეობა გამოიყენოს საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლად.
ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენი მოვალეობაა!