რუსები ჯერ კიდევ ოცნებობენ ჩვენს მოთვინიერებაზე და რუსეთის სივრცეში მოქცევაზე.
ინტერნეტში სრულიად შემთხვევით თვალი მოვკარი ასეთ სათაურს,რომ უკვე დროა რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დაუბრუნდნენო...
წერს ვინმე ფედორ ზალესკი
ვეცდები ზოგადად მცირე თარგმანი მოგაწოდოთ და წარმომიდგენია თქვენი აღშფოთება თუ აღტაცება.
აი რას წერს ავტორი :
" დიდმა ქვეყნებმა რუსეთმა და საქართველომ,რუსებმა და ქართველებმა კვლავ უნდა შექმნან ერთიანი სახელმწიფო.
1978 წელი.შემოდგომა. ოქროს შემოდგომა საქართველოში.თბილისის დინამო ბრწყინვალედ იგებს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ჩემპიონატს.
მიუხედავად იმისა,რომ დავით ყიფიანი და რამაზ შენგელია ყოველთვის ვერ ხვდებოდნენ ნაკრების შემადგენლობაში,წვრთნელები სიმონიანი,ბესკოვი,ლობანოვსკი ყოველთვის არ სწყალობდნენ ტალანტით დაჯილდოებულ სამხრეთელ ბიჭებს,ჩვენთვის ეს სულერთია და ყველამ ვიცით, რომ ამ წელს ქართული ფეხბურთი ყველაზე საუკეთესოა.
მე ვარ მშობლებთან ერთად საქართველოში,ვისვენებთ ზღვაზე.მშობლები სვამენ ჩინებულ ღვინოს, მე კი ვტკბები ამ უძველესი ქვეყნის სილამაზით.
მაგრამ მალე ეს ყველაფერი მთავრდება.იწყება ომი,ურთიერთ სიძულვილი.
იშლება საბჭოთა კავშირი და შესანიშნავი საქართველო დიდი ხნით იძირება ჯერ ბანდიტურ ურთიერთ გარჩევების მორევში,ხოლო შემდეგ ამერიკასთან დახლართულ,გაუგებარ შედეგამდე მიმავალ ურთიერთობაში.
დღეს საქართველო იმყოფება უცნაურ,ამაღლებულ მდგომარეობაში.ის ვერასდროს ვერ გახდება "განათლებული დასავლეთის" ნაწილი.უბრალოდ დასავლეთში არავის სჭირდება ასეთი საქართველო ასეთი ვითარებით. ამასთან ერთად პრეზიდენტი მონდომებით აშორებს საქართველოს იმ რუსეთისგან,რომელთანაც ქართველი ერი ახლოა ისტორიულად და მენტალურად.
რატომ აკეთებს პრეზიდენტი ამას? ეს არაა ჩვენი განსასჯელი,დაე გამოძიებამ ეს გაარკვიოს.
საკითხი სხვა რამეშია-
ბოლოს და ბოლოს როდის დაუბრუნდება საქართველო თავის პირვანდელ წიაღს და ისევ გახდება რუსეთის ნაწილი?ეს არის ბევრი ჩვენთაგანისთვის მეტად მძიმე და მტკივნეული საკითხი.
არა,საუბარი არ მიდის ნაციონალურ თავისუფლებაზე,"თვითგამორკვევის უფლებებზე,რუსეთი რა თქმა უნდა არ დაიპყრობს საქართველოს და არ შეეცდება დაიმორჩილოს ამაყი ნაცია.
მეგობრობა უნდა გაფორმდეს,როგორც ორი კომერციული კომპანიის გაერთიანება,ურთერთ ხელსაყრელი პირობებით აქციების გაცვლა-გამოცვლა,ორივე მხარის წარმომადგენლების დანიშვნა მმართველ ორგანოებში და ერთად ბიზნესის კეთება.ასეთი გაერთიანება მოიტანს მოგებას და პოზიტიური სიკეთე აისახება "აქციონერ " მოსახლეობაზე." რუსეთ -საქართველოს სტრატეგიული.კულტურული,ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღდგენა,ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთდაერთი შანსი,რის შემდეგ ჩვენსკენ წამოვა ევროპული,რუსული და ამერიკული ინვესტიციები"-ასე თვლის ცნობილი ექსპერტი,საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგაშვილი.
არნო მართალია!...ერთიანი საქართველო.ერთიანი ქვეყანა...კეთილი რუსეთი..მისი გამოჩენა დამოკიდებულია იმაზე,თუ როდის იტყვის ქართველი ერი
დიახთქვენ ალბათ იკითხავთ რას იტყვის რუსი ხალხი?პასუხი მეტად მარტივია!
რუსს ხალხს პატიება შეუძლია და ამჯერადაც ქართველებს ყველაფერს აპატიებს და სიხარულით მიიღებს მოძმე ერს ერთიან კეთილ სახელმწიფოში!"ძვირფასო ფორუმელებო,შეიძლება ზუსტი თარგმანი ვერ გავაკეთე,მაგრამ შინაარსი ეს არის. არნოს არენაზე გამოჩენამ ბოლომდე თარგმნის სურვილი მომისპო,
აგერ დევს წყარო,შეგიძლიათ ბოლომდე გაეცნოთ.
http://smi2.ru/fedor_zalessky/c780360/#55664179თარგმანის გაგრძელება ანუ ჰეფი ენდი
"ჩემთვის გასაგებია,რომ 2020 წელს საქართველო და რუსეთი ერთიანი ქვეყანა იქნება.მე ვთვლი რომ ეს იქნება ძირითადი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა მომავალი პრეზიდენტისათვის.ამ სტატიით იწყება ჩემი მასალების ციკლი ჩვენი საერთო სამშობლოს გაერთიანების და აღდგენის შესახებ.
დღეს,როგორც არასდროს,ეს რელურია!
მე მივმართავ ქართველ და სხვა ძმურ ერებს:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! This post has been edited by tintoreto on 23 Jul 2012, 01:53
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი