ტაილანდი დიდია

გააჩნია, სად მიდიხარ, ზოგადად კი სეზონი მანდ ზამთარშია (თუმცა გააჩნია რეგიონს). სამუი-ზე მუსონები იანვარშიც არის ხოლმე, როდესაც სხვაგან იანვარი high season არის.
ყველაზე იაფი ვარიანტია, იყიდო ტური და წახვიდე ბანგკოკი+პატაია მარშრუტით (შიდა ფრენა აღარაა საჭირო). ავიაბილეთები ცოტა გაიაფდა კატარის ავიახაზების შემოსვლის შემდეგ. საშუალოდ 870 $ ჯდება ბანგკოკამდე round trip 1 ადამიანზე. გამიგონია, რომ ფუკეტშიც (Phuket) დანიშნეს რეისები თბილისიდან პირდაპირ, თუმცა იქ თარიღები უნდა გაწყობდეს. თუ არ გაწყობს, მაშინ ბანგკოკიდან ფუკეტამდეც და სამუიმდეც არის ფრენები და 150 $ და მეტი ჯდება round trip თვითმფრინავით.
პირობები შესანიშნავია

ეგზოტიკა, მაგარი საჭმელი (და ძალიან იაფიც), უმაგრესი სასტუმროები, კარგი მასაჟი და რელაქსი... სანახავი ხომ ძალიან ბევრი და განსაცვიფრებლად ლამაზი. "სხვანაირი გართობაც" ნაირნარია, მოკლედ, არ მოიწყენ

უბრალოდ, ყველაფერზე უნდა ივაჭრო (ტაქსიდან დაწყებული საჭმლითა და ნავით გასეირნებით დამთავრებული), თუმცა თურქეთისგან განსხვავებით სასიამოვნო პროცესია და, რომც არ იყიდო საბოლოო ჯამში, არავინ გეჭყანება და როჟებს არ გიკერავს