
გახსოვდეს შენი ისტორია - რუსეთთან ძმური ურთიერთობა 200 წლის მანძილზე!!!
1801 წელს რუსეთის ერთმორწმუნე სამეფომ დაიძმობილა ქართლ–კახეთის სამეფო.
1810 წელს დაიმეგობრა იმერეთის სამეფო, 1828 წელს – გურიის, 1856 წელს – სამეგრელო–სვანეთის, 1865 წელს – აფხაზეთის სამთავროები.
აფხაზეთის დაწაწლობით რუსეთის მართლმადიდებლურმა სამეფომ დაასრულა საქართველოს ერთმორწმუნე წიაღში ჩახუტება.
1921 წლის 25 თებერვალი – მასონობისკენ მიმართული საქართველო, რუსეთის მეგობრულმა ხელმა იხსნა გადაგვარებისგან.
1924 წელი – კეთილგანწყობილი მართმადიდებელი მოძმე ერის წინააღდეგ მებრძოლი ათასობით ადამიანი სმაგალითოდ დასაჯეს.
1989 წლის 9 აპრილი – თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ჩვენი უფროსი მართლმადიდებელი ძმის წესრიგის დამცველები ცდილობდნენ მშვიდობიანად აღეკვეთათ, ანტი მართლმადიდებლური, ანტი რუსული, ბოროტი ნატოს მომხრე, მასონური ამერიკის ფულებისგან მოსყიდული ახალგაზრდების, ანტირუსული შეკრება. უფროსმა ძმამ კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა მასონებისგან.
რუსეთის ერთმორწმუნე მოძმე ერმა მოახერხა, 1992 წელს სამაჩაბლოს, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის გადარჩენა.
2008 წელს მართლმადიდებლურმა მამა რუსეთმა, ღვთის რისხვა დააყენა მასონურ სააკაშვილის მთავრობას და მის ჯარს, რომლებმაც , მანამდე გაბედეს და ომი დაიწყეს ერთმორწმუნე უფროსი ძმის წინაარდეგ. აი მაშინ უფალმა მოუვლინა წილხვედრ საქართველოს, რუსული თვითმფრინავების სახით, სასჯელი, ჭკუა ასწავლა და აჩვენა, რომ ერთმორწმუნე ეკლესიისკენ მიმავალი გზა ჩრდილოეთისკენ მიდოდა. მან ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები ისევ ერთმორწმუნე სივრცეში დააბრუნა და გამოაცხადა ეს მიწები მასონებისგან თავისუფალ და ერთმორწმუნე რეგიონებად.
200 წლის განმავლობაში საქართველო რუსეთის ერთმორწმუნე სამეფოს რამდენჯერმე დაუმეგობრდა.
იმის საფრთხე, რომ ვინმემ გაბედოს და ამ მართლამდიდებლური ერთობის წინააღდეგ, მასონური ხმალი აღმართოს, ჯერაც არსებობს.
გახსოვდეს შენი ისტორია!!!
(© მ.ჯაფარიძე)
This post has been edited by აფხაზეთი on 24 Jul 2012, 16:37