უბნის ქალებმა,რომლებიც ნაციონალებთან გაფორმებულები არიან როგორც კორდინატორები და მათი თანაშემწეები,ამ ბოლო ხანს მოუხშირეს სახლებში სიარულს და გამიკითხვას.
ჯერჯერობით მაგ სასტავს ვხედავ,ბიძოს ხალხი არ ჩანს ჰორიზონტზე,არც შალვას ხალხი ჩანს და არც ქრისტიან-დემოკრატების.
ეტყობა მაგათ ჯერ ტაიმ-აუტი აიღეს და სადმე დასასვენებლად შეუბერეს.
შემეცოდნენ ამ ნაციონალების აგიტატორები,ამ პაპანაქება სიცხეში კარდაკარ დადიან,გამოკითხვას ატარებენ და კითხვარებს ავსებენ.
ჯერ 1000 ლარიანი ვაუჩერი დარიგებული არ აქვთ,უკვე აინტერესებთ თუ რაში დავხარჯავთ ამოდენა ფულს.
შეკითხვაზე,შემიძლია თუ არა ეს ფული გადავრიცხო ნაციონალების ფონდში,მიპასუხეს,რომ ასეთი გრაფა კითხვარში არ არსებობს.
დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი მალე მოიხსნებაო,სიხარულით წაიჩურჩულეს აქტივისტებმა.
დენს მიაბეს ნაგავი იმიტომ,რომ მერე საარჩევნოდ მოეხსნათ.არ ჯობდა გაზისთვისაც რაღაცა მიებათ? რატო დაჩაგრეს გაზი?
მგონი მთავარი კითხვა ამ კითხვარში არის : ვის მისცემთ ხმასო? მიხვალ თუ არა არჩევნებზე? პასუხი უნდა იყოს ასეთი:
აუცილებლად და ხმას ნაციონალებს მივცემ! კითხვარი არ დაუტოვებიათ,გარეკანზე წავიკითხე " მე მიყვარს საქართველო" და შუაში ჩასმული 5-იანი.
თქვენთანაც ასე მონდომებით დადიან? იქნებ მაგენი შენიღბული ხალხია ქართული ოცნებიდან?
This post has been edited by tintoreto on 25 Jul 2012, 21:42
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი