ინტერდისციპლინური სამეცნიერო სფერო _ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია XX ს-ის პირველ ნახევარში იწყებს ფორმირებას და გამოძახილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე იმ ცვლილებებისა, რომელშიც აქტუალიზებულია <<ანთროპოცენტრისტული იდეა>>: ადამიანთან და ადამიანური ფენომენების კვლევასთან მიბრუნება.
ე.წ. <<ანთროპოლოგიური შემობრუნება>> ქართულ საგანმანათლებლო სფეროშიც აისახა, რაც სხვადასხვა ანთროპოლოგიური საგნებისა და პროგრამების გაჩენაში გამოიხატება.
აღნიშნული ტენდენციასთან ერთად, თანამედროვე ქართული ანთროპოლოგიური ლიტერატურის არარსებობა საფუძველს ქმნის ანთროპოლოგიის არსისა და ბუნების ხელახალი გააზრებისთვის. შესაბამისად, ზოგადად ანთროპოლოგიისა და კონკრეტულად ფსიქო-ანთროპოლოგიის შესახებ ყოველგვარი ცოდნა საინტერესოა.
ანთროპოლოგია მეცნიერების ინტერისციპლინური სფეროა, რომელიც ადამიანის არსებობის ფუნდამენტურ პრობლემებს სწავლობს. ანთროპოლოგიური კვლევის ფოკუსი ადამიანი, ადამიანთა საზოგადოებები და მათი კულტურებია, რომელთა შესწავლისას აქცენტი მათ ამა თუ იმ მხარეზე (ფიზიკურზე, სოციალურზე, კულტურულზე, ისტორიულზე, ფსიქოლოგიურზე...) კეთდება. შესაბამისად, საკვლევი თემატიკიდან და მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ანთროპოლოგიის ბევრი დაყოფა არსებობს, მათ შორის: ფილოსოფიური, ფიზიკური, თეოლოგიური, კულტურული, სოციალური, ლინგვისტური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური და ა.შ.
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია არის ინტერდისციპლინური სამეცნიერო სფერო, რომელიც სწავლოს ადამიანისა და გარემოს, ფსიქიკისა და კულტურის, გონებისა და სხეულის, ინდივიდისა და სოციო-კულტურული ერთობის, პიროვნებისა და გონების, სპეციფიკურისა და უნივერსალურის ურთიერმიმართებას. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს კულტურულ მნიშვნელობათა ფსიქოლოგიური მიზეზებისა შედეგების კვლევა, ასევე, ობიექტური კულტურისა და მენტალური მნიშნელობების ურთიერთკავშირის შესწავლა. <<დღეს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიისათვის აქტულურია ადამიანის მიერ აღქმადი და სიმბოლურად თუ მატერიალურად ქმნადი ყოფიერების კვლევა, ყოველდღიური ცნობიერების რეალური შინაარსები, ფსიქოლოგიური განწყობები, აღქმის სტერეოტიპები, ქცევის მოდელები, ჩვევები, მოთხოვნილებები, სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურულ-სპეციფიკური, ისტორიული, სოციოეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური ტერმინებით ინტერპრეტირებულ განსხვავებათა ახსნის ამოცანები, ღირებულებით სისტემათა კულტურული მრავალგვარობა და მათი მოდიფიკაცია ყოველდღიური გამოცდილების გავლენით და ა.შ. საზოგადოდ, <<ინდივიდთა ურთიერთქმედების ქსელების, ინდივიდუალური გამოცდილების სივრციდან>>ადამიანის მიერ სამყაროს კონსტრუირების პროცესები>> (ლ. სურმანიძე, 2011).
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია კვლევისათვის იყენებს ინტერდისციპლინურ მეთოდებს. მეთოდთა შერჩევა საკვლევი ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით ხდება.
საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, საინტერესო იქნება ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართების, თანამედროვე ფსიქო-ანთროპოლოგიური პრობლემების შესახებ დისკუსია
psychological anthropology This post has been edited by shuqnishani on 25 Jul 2012, 16:44
მიმაგრებული სურათი