asuwa
ანუნაკი გთხოვთ ჩემს მაგივრად გახსენით თემა პოლიტგანყოფილებაში მე ფოსტები არ მყოფნის თემის გასასხნელად , თუ არ გინდათ რომ ეს თემა გახსნათ მომწერედ პირადში რომ ვიცოდე მაინც.
თემის სათაური : ივანიშვილი ნანა ლეჟავას 120 ათასს უხდის .
ნანიკოს თავი გაანებეთ თქვე შურიანებო !!!
ბიძინა ივანიშვილმა, შუშის სასახლიდან გამოსვლისთანავე, პირველივე საჯარო განცხადებებში კურიოზული მოსაზრებები საკმარისად გამოთქვა. მისი ერთ–ერთი მთავარი დანაქადნები კი ის იყო, რომ საქართველოში ისეთ დემოკრატიას ააშენებდა, თვით ევროპასაც რომ გააკვირვებდა.
ეს კომიკური ფრაზა ივანიშვილმა უცხოელ ჟურნალისტებსაც გაუმეორა. შედეგად, მილიარდერის უვიცობაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც კარგად იცინეს.
თუმცა, მილიარდერის შემდეგი ქმედებები სასაცილოდ ვეღარ ჩაითვლება. ხელისუფლებაში ჯერ არმოსულმა ივანიშვილმა, მთელი აგრესია დამოუკიდებელი მედიისაკენ მიმართა და მას შემდეგ ალბათ დღე არ გავა, რომ ჟურნალისტებს ან ჭკუა არ დაარიგოს ან მათზე საკუთარი მოსაზრებების თავსმოხვევა არ სცადოს..
უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ივანიშვილი მწვავე შეკითხვებს ვერ იტანს და ზოგადად, მედიის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ყველა ჭეშმარიტ რუს ოლიგარქს: დიდი ფულით უნდა იყიდოს სასურველი აზრი, დამოკიდებულება, უბრალოდ, სიტყვაშეუბრუნებელი მონობა..
სწორედ ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი თავს კომფორტულად მხოლოდ საკუთარი, ნაყიდი მედიის გარემოცვაში გრძნობს, რომელსაც, ბუნებრივია, მილიარდერის მიმართ დითირამბების გარდა სხვა დამოკიდებულება აზრადაც არ მოსდის. როგორც აღმოჩნდა, ოლიგარქს იმდენად უღირს ნაყიდი მონებისაგან შემდგარი „მედია“, რომ მათთვის კოლოსალურ თანხებს არ იშურებს...
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ერთ–ერთი ასეთი „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტი, რომელიც თავს მოუსყიდველს უწოდებს და ეკრანიდან იმოძღვრება, ნანა ლეჟავაა.
ნანა ლეჟავას ხელფასი, რომელსაც ოლიგარქი უხდის, 120 ათასი (ას ოცი ათასი) ლარია. ოლიგარქის პირადი „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტობა ლეჟავასთვის ფრიად სარფიანი გამოდგა.
სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ ახლო წარსულში დაბალშემოსავლიანმა რეპორტიორმა, მოახერხა და ივანიშვილის წყალობით, ქალაქის პრესტიჟულ უბანში, კერძოდ კი ყიფშიძის ქუჩაძე, ძვირადღირებული ბინა შეიძინა. ახლა კი, როგორც ირკვევა, ბიძინას ფულებით, წავკისში, 500 ათას დოლარად ღირებულ აგარაკსაც ყიდულობს, რომელიც „ობიექტურობისათვის“ ივანიშვილისაგან ჯილდოდ ერგო.
ოლიგარქს, რომელიც ფულის იქეთ ვერ იხედება, რადგან მას სხვა რესურსი არც გააჩნია, აი, ასე ესმის ევროპული დემოკრატია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
ამ თანხად კი, მას, როგორც ჩანს, თვით ლეჟავაც უღირს, რადგან მისთვის არა პროფესიონალიზმი ან პატიოსნება, არამედ, უბრალოდ, ლოიალობა, მეტიც, ყურმოჭრილი მონობაა მთავარი, მედიისა თუ სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ინდივიდებისაგან...
„პრესა.ჯი“ კომენტარისათვის ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. მას ორი დღის მანძილზე ტელეფონი გამორთული ჰქონდა..
.........................................................
This post has been edited by ანუნაკი on 25 Jul 2012, 19:53
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!