ყოველთვის მეზარებოდა ამ თემის გახსნა, მაგრამ მეზობელ თემაში ამხანაგი UTUFURS-ის სამარცხვინო განცხადებამ მაიძულა გამეხსნა.
© UTUFURS
ანუ ლოგიკა ასეთია: ნებისმიერ ოპოზიციის კანდიდატს ეხლაც და მომავალშიც შეგვიძლია დავაბრალოთ რომ არის რუსეთის აგენტი, შესაბამისად უტუფურსი მთელი ცხოვრების მანძილზე ხუჭავს თვალებს ყველანაირ დარღვევაზე.
--------------------------------------
ეხლა რაც შეეხება ფაქტებს... წესები ასეთია:
ვდებთ მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს, რაც ქაღალდზე გაფორმებულია ოფიციალურად და არა ჭორის დონეზე გაგონილ სისულელეებს.
შეგიძლიათ გააპროტესტოთ კონკრეტული ფაქტი ან დაამატოთ ახალი ფაქტი თითოეულ კანდიდატზე.
არ ვკამათობთ სხვა თემებზე რომელიც ამ თემას არ ეხება.
მიშა1. ბიძინას მსგავსი რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენების დანიშვნა მაღალ თანამდებობზე, ბენდუქიძე, ვაშაძე, ნაყოფია.
2. უამრავი სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა რუსულ ბიზნესებზე, მათ შორის ომის შემდეგაც.
3. უმსხვილესი რუსული მობილირი ოპერატორის ბილაინის შემოშვება საქართველოში რაც ხელს უწყობს კაგებეს მიერ საქართველოს უამრავ მოქალაზე მოსმენის შესაძლებლობას. ამის გარდა, შეგახსენებთ რომ ბილაინის მთავარ რუსულ საიტზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად არის მოცემული და დაფარვის ზონაც აქვთ ამ ტერიტორიებზე.
4. მოქმედი კაგებეშნიკის, ბატონი პრეზიდენტის ბიძის ალასანიას დანიშვნა საგარეო საქმეთა სამინისტროში (მიშისტებიც მეთანხმებით ალბათ, რომ ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ)
5. წამოეგო რუსეთის მიერ პროვოცირებულ პროვოკაციაზე და დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, ამის გარდა ამ პროვოკაციაზე წამოგებით რუსეთს ხელფეხი გაეხსნა რომ დამოუკიდებლობა ეცნოთ ამ რეგიონების.
6. ზემოთხესენებული პროვოცირებული ომის დროს, საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე არ გაუუქმა ე.წ. "სამშვიდობოებს" მანდატი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით საზღვარის გადაკვეთა სადაც იმყოფებიან სამშვიდობო ძალები ნებისმიერი მხარის მიერ, ნიშნავს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელ ქვეყანაზე ან ალიანსზე თავდასხმას. შედეგად მივიღეთ ტალიავინის დასკვნა სადაც ჩვენ გამოვედით მტყუანი.
7. ხელი მოაწერა ევროსაბჭოს დასკვნას ტალიავინის მიხედვით, სადაც ქართული ხელისუფლება ეთანხმება რომ რუსეთს არ დაუწყია სამხედრო მოქმედება პირველს. ამჟამად კი სხვებს ნათლავს რუსეთის მხარდამჭერებად, როდესაც ამ დასკვნის მიხედვით ამბობენ რომ სამხედრო მოქმედება რუსეთს არ დაუწყია პირველად.
8. დაკარგა ერთადერთი შესაძლო ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ და შეუშვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშე (რუსეთის მხრიდან აბსოლიტურად არაფრის მომცემი დაპირების სანაცვლოდ), რომელში შეღწევასაც "მიშას მტერი" რუსეთი, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ცდილობდა და მხოლოდ მიშას მმართველობისას მოახერხა, თან მას შემდეგ როდესაც ახალი ტერიტორიები წაგვართვა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
9. არ დაიჭირა ბურჯანაძეების ოჯახი, როდესაც მათ პირდაპირი კავშირი დაუმტკიცთად რუსეთის სპეცსამსახურებთან სატელეფონი ჩანაწერებით (!!!). საქმე აღიძრა მხოლოდ ბადრი ბიწაძეზე, რომელიც შემდგომ საზღვარზე გააპარეს.
10. მიუხედავად ნატოს, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების უამრავი განცხადებებისა, მედიის და სასამართლოს არადამოუკიდებლობაზე, არ მოხდა მათი განთავისუფლება რაც პირდაპირ უშლის ხელს ჩვენს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ბიძინა1. ბიზნესი დაიწყო და გამდიდრდა რუსეთში
---------------------------------
დანარჩენი თქვენ დაამატეთ

P.S. მოდერატორებს ვთხოვ წაშალოს კომენტარები რომლებიც იქნება სხვა თემაზე ან დაუსაბუთელ ფაქტებზე დაყრდნობილი.
P.P.S. დაიცავით გამკაცრებული წესები და არ იბილწსიტყვაოთ, თორემ მოდერატორი დაგსჯით
This post has been edited by web_nts on 26 Jul 2012, 15:30