ეს თემა წაეშალა ეტყობა თაზოს ... ისევ ვხსნი ... თუ სპეციალურად წაშალა, ვერ გავიგე რატომ ..., ეს ინფო ღია კი არ არის, ზოგადად ყველა სამხედრომ ზეპირად უნდა იცოდეს და ინტერნეტში სავსეა ასეთი ინფოები ... თუ ოფტოპიკია?
რახან საქართველოს არმიის ძირითადი საბრძოლო ერთეული არის ბრიგადა ვისაუბროთ მასზე, მის შეიარაღებაზე და ა.შ. ოღონდ კონკრეტულად რომელიმე ქართულ ბრიგადაზე არ დაიწყოთ წერა, რა აკლიათ და რა აქვთ. ზოგადად ვისაუბროთ ... გავიღრმაოთ ცოდნა.
ქვემოთ მოყვანილია ცალკეული ’მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის’ ორგანიზაცია და შტატები.
შტაბი
მოტორიზეული ქვეითი ბატალიონი
მოტორიზეული ქვეითი ბატალიონი
მოტორიზეული ქვეითი ბატალიონი
122მმ ჰაუბიცების ბატალიონი
120მმ ნაღღმტყორცნების ბატარეა
ჰაერსაწინააღმდეგო არტილერიის ბატარეა
ტანკსაწინააღმდეგო ბატარეა
სადაზვერვო ასეული
საინჟინრო ასეული
მესანგრეთა ასეული
მომარაგების ასეული
საავტომობილო ბატალიონი
უზრუნველყოფის ასეული
ქიმიური თავდაცვის ოცეული
სამედიცინო ოცეული
ზოგიერთ ბრიგადაში შეიძლება ერთი ბატალიონი იყოს მექანიზირებული (ანუ BMP, ან BTR ებით აღჭურვილი)
: დაჯავშნული მანქანები :4 BRDM-2U (ტანკსაწინააღმდეგო ბატარეა)
3 შტაბის BTR (ქვეითი ბატალიონი)
3 BRDM-2RKH (ქიმიური თავდაცვის ოცეული)
4 1V18 (19) (ჰაუბიცების ბატალიონი) – ეს არის ბატარეის მეთაურის სპეც. მანქანა. BTR-ის ბაზაზეა.
: შეიარაღება : 18 AGS-17 ‘Plamia’
27 60mm მსუბუქი ნაღღმტყორცნი
9 82mm საშუალო ნაღღმტყორცნი
6 120mm მძიმე ნაღღმტყორცნი
18 122mm D-30 ჰაუბიცა
6 73mm SPG-9 საარტილერიო დანადგარი
9 PTUR ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარი
12 ტანკსაწინააღმდეგო მანქანა (შორსმსროლელი PTUR-ის ვარიანტია BRDM-ზე)
8 ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია 23mm ZU-23
48 გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი (Igla, Stinger. Strela-3)
31 ცეცხლმტყორცნი ’შმელი’
: საინჟინრო აღჭურვილობა :4 გასადები ხიდი სპეც. მანქანაზე
3 ნაღმების ჩამწყობი მანქანა
1 ნაღმების აღმომჩენი მანქანა
1 წყლის გამწმენდი დანადგარი
: ავტომობილები :4 ცალი 1V110(111). გაზ-66-ს რომ კონტეინერივით ადგას ზედ. ნანახი გექნებათ ასიანი ... არტილერისტებისაა.
38 4X4 500 - 600 კგ ამწევი ჯიპი (UAZ, Land Rover და ანალოგები)
107 4X4 1000 – 2 500 კგ ამწევი (ჰამერი და მსგავსი მონაცემების სატვირთო მანქანები მაგ.: ’გაზ 66’)
164 6X6 2 500 – 7 000 კგ ამწევი (ურალი, კამაზი, ტატრა არმაქსი და ანალოგები)
4 ამწე (კრანი)
84 სხვადასხვა დანიშნულების (მესანგრეების, სამედიცინო, ბენზინმზიდები, წყლის ცისტერნები და ა.შ.)
: პრიცეპები :127 სხვადასხვა დანიშნულების და ტვირთამწეობის პრიცეპკა
: რადარები :5 ბრძოლის ველზე დაკვირვების სხვადასხვა რადარი
: რადიოები :257 ხელის კომპაქტური
90 პორტატული
50 ავტომობილზე, საშუალო რადიუსის
47 სხვადასხვა დანიშნულების რადიოსადგური
: სხვადასხვა :9 მანძილის მზომი ლაზერული და სტერეოსკოპური
4 პერისკოპი
15 კოლიმატორი
12 მოტოციკლი
ჯერ უნდა განისაზღვროს რა ამოცანა უნდა გადაჭრას ბრიგადამ, მერე ამის საფუძველზე უნდა დადგინდეს სად იქნება ბრიგადა დისლოცირებული, განისაზღვრება ოფიცერთა და რიგითთა და შეიარაღების შტატი. მხოლოდ ამის მერე უნდა დაიწყოს დადგენილი შეიარაღების მიზანმიმართული შეძენა.აქ რაც მოვიყვანე კლასიკური, სტანდარტული ქვეითი ბრიგადაა, ანუ შეიძლება მისი შტატების ცვლა. მე მაგალითად ანტისნაპერულ ქვედანაყოფს დავამატებდი 12,7მმ კარაბინებით, ხოლო ქვეით ბატალიონში 700/750 კაცი იქნებოდა.
დანარჩენი თქვენ განავრცეთ ... თუ რამე შემეშალა, არ დამხვრიტოთ ...