ლევანი და შალვა პირველი კლასიდან მეგობრობდნენ ,მეგობრობა მალე ძმაკაცობამ შეცვალა. ლევანი მშრომელი,ბეჟითი,კეთილი გულის ადამიანი იყო..
შალვა კი ძველ ბიჭობდა და ხშირად მოსდიოდა კომპლიქტი.სკოლა შალვამ დაამთავრა თუ არა მამამისმა წაიყვანა თავისთან სამუშაოდ .. ლევანმა კი სწავლა განაგრძო . ბიზნესი შეისწავლა .ძალიან მონდომებული იყო ლევანი და წარმატებული პიროვნება გამოვიდა საკმაოდ გავლენიანი მეგობრები შეიძინა და მათი დახმარებით საკუთარი ბიზნესი დაიწყო რომელიც დღითი დღე უფრო იზრდებოდა და მოთხოვნადი ხდებოდა.იცოდა ლევანმა რომ შალვას უჭირდა (მამა გარდაეცვალა სამსახურიდან კი გამოაგდეს რადგან მამამისი მფარველობდა იქ)ამიტომ ლევანი ფინანსურად ეხმარებოდა შალვას.სთავაზობდა მასთან სამსახურის დაწყებას მაგრამ შალვა უარზე იყო და ამ ყველაფრის ფონზე სმა დაიწყო...ლევანს ეს არ მოსწონდა...შალვა ისევ ძველ ბიჭობდა და ქურდობა დაიწყო... მალევე ცოლი მოიყვანა 18 წლის გოგო სახელად :ლიკა .. ძალიან ლამაზი გოგო იყო მაგრამ ახალგაზრდა და გამოუცდელი მოსწონდა ის რომ სხვა უბნის ბიჭები შალვას მოკრძალებით ექცეოდნენ თავს კი დაცულად გრძნობდა . ლევანი ძალიან დაკავებული იყო ამიტომ შალვა სულ რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი .შალვამ კი სმას უმატა და ორსულ ცოლზე დაიწყო ძალადობა . საბედნიერობა გაჩნდა გოგონა და ტასო დაარქვეს ლიკას მოთხოვნით.ერთხელაც ლევანი შეესწრო ფაქტს როდესაც შალვამ მეუღლეს ხელი გაარტყა ამაზე ძალიან გაბრაზდა შალვას დაელაპარაკა და გააფრთხილა ხელი აღარ გაერტყა თავისი ცოლისთვის..
ლიკა ხვდებოდა რომ ის რომ ქმარი მასზე აღარ ძალადობდა ლევანის დამსახურება იყო და ძალაუნებულად ამ ადამიანს მის მხსნელად და დამცველად აღიქვამდა.. მისი ქმარი უკვე აღარ მოსწონდა და აღიზიანებდა მისი ქცევები არც ის არ მოსწონდა რომ ძველ ბიჭური ცხოვრებით ცხოვრობდა მაგრამ მას უკვე შვილი ჰყავდა სინანული კი გვიანი იყო.
ერთ საქმეზე შალვას წაასწრეს და დაიჭირეს 8 წელი მისცეს ..
მისი გოგონდა 4 წლის იყო უკვე ანგელოზს ჰგავდა... შალვამ ლევანს თხოვა რომ მიეხედა ლიკასათვის და ტასოსთვის ლევანი კი ამ თხოვნას პირნათლად ასრულებდა ... ყოველთვე დიდი ოდენობით თანხას აძლევდა ოჯახს ტასოს საუკეთესო ბაღში ატარებდა ასე ლიკას ლამაზ კაბებს და ძვირფას პარფიუმერიას ყიდულობდა.. ლიკა ძალიან ლამაზი იყო მაგრამ ლევანიმ ის მზეთუნახავად აქცია.. ლიკა მიხვდა რომ სწორედ ახლა გრძნობდა ის თავს ნამდვილ ქალად...ლევანს ლიკა უყვარდა ლიკას კი ლევანი მაგრამ მათ შორის დიდი ბარიერი იყო შალვას სახით.
ლევანი შალვასთან ხშირად დადიოდა ციხეში შალვა თვალებში ატყობდა ლევანს რომ რაღაც ისე ვერ იყო .. ყველაფერს თვითონაც ხვდებოდა და სულ ამაზე ფიქრობდა ნუთუ უღალატებდნენ.
-ლევან თვალებში გატყობ რომ რაღაც ისე ვერაა როგორც უნდა იყოს და ნუ დამიმალავ ნურაფერს გთხოვ
-შალვა მე ლიკასა და ტასოს თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და ცივ ნიავს არ ვაკარებ.მე ის კომფორტი მივეცი მათ რაც შენგან აკლდათ . მათ უკვე საკუთარ ოჯახათ მივიჩნევ და ორივე სიგიჟემდე მიყვარს მათ გარეშე უკვე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია..
-მე არარაობა ვარ ისიც კი არ შემიძლია კაცის ვალდებულებები ვიკისრო ...მე მათ არ ვიმსახურებ. იცოდე მოუფრთხილდი და დაიცავი ისინი
-შენი შვილის ნახვა ყოველთვის შეგეძლება ჩვენი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა
ლევანი ლიკასთან მივიდა და გადაეხვია მათ შორის მდგარი ბარიერი კი
დაიმსხვრა. შემდეგ კი ბავშვი აიტაცა ხელში და ეთამაშეობდა. სამივენი საოცრად ბედნიერები იყვნენ

....
ვიცი რომ სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა მაგრამ ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს ამ ყველაფერს გაუძლებდით? შალვას ადგილას რომ იყოთ?.. მან თავისი ოჯახი ლევანს დაუთმო რადგან მას არ შეეძლო მოვალეობები ეკისრა და შვილისთვის მამობა გაეწია ხოლო ცოლისთვის ქმრობა.. ლევანმა კი ძმაკაცი დაკარგა სიყვარულის გამო.
made on true story
შეცდომებს ვეძებდი და სათაურში ყოფილა

სიყვარულმა მიწერია
This post has been edited by WesterYou on 3 Aug 2012, 09:58