კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები „აქტიურ“ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან. აანონსებენ მრავალათასიან მშვიდობიან მანიფესტაციებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ბერას კონცერტით მთავრდება. შემდეგი ტურნე 5 აგვისტოს ბათუმშია დაგეგმილი. მანამდე კი „ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.
მსგავსი შეხვედრა გამართა დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ბათუმში. შეხვედრას ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. თამარ მეფის დასახლებაში მცხოვრების გაღიზიანება ქეთი დოლიძის მიერ აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის კიდევ ერთხელ დადანაშაულებამ გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირება “ქართული ოცნების” წევრებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჟურნალისტის რეპლიკამ, რომ ის თავის დროზე ედურად შევარდნაძის მხარდამჭერიც იყო, რეჟისორი გააღიზიანა და აღნიშნა, რომ მას თავისი წარსულის არ სცხვენია.
ხმაურიანი გამოდგა თინა ხიდაშელისა და მაია ფანჯიკიძის კახეთში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაც. სოფელ შალაურში მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ კოალიციის წევრებს მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.
ადგილობრივთა მტკიცებით, კოალიციის წევრების განცხადებები, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო სათანადო დახმარებას ვერ უწევს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
„სტიქიიდან 15 დღის თავზე მობრძანდით და ხელისუფლებას მიწასთან ასწორებთ, მაშინ როცა სტიქიის პირველივე დღიდან საქართველოს პრეზიდენტი თითოეული ოჯახის მდგომარეობას პირადად ამოწმებდა. სურსათის და სამშენებლო მასალის მობილიზება დროულად მოხდა“,- განუცხადეს ოცნების წევრებს სტიქიით დაზარალებულებმა.
შეგახსენებთ, რომ კვირიკობის დღესასწაულზე სვანური ქუდი საკმარისი არ აღმოჩნდა და სვანეთში ასული ბიძინა ივანიშვილი ბეჩოს სკოლის ეზოდან გააძევეს.
სამეგრელოს სოფლებში ორულუსა და ოდიშში ოლიგარქს რუსეთის აგენტი უწოდეს. კარალეთში კი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძეს ადგილობრივი ქალბატონის შეურაცხყოფა არ აპატიეს და კუდით ქვა ასროლინეს.
თითქმის ყველგან, ამომრჩეველთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი კოალიციის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, რუსეთთან საომარი მოქმედებები, თითქოსდა, საქართველომ დაიწყო.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=18016======================
მოკლედ,ყველა რეგიონში იგივე სიტუაციაა,უკვე საჩხერეშიც და გურიაშიც კი სერიოზული აგრესია აგორდა მოსახლეობაში ბიძინას და ოცნებისტების წინააღმდეგ,რაც უფრო ახლოვდება არჩევნები,უფრო მატულობს მოსახლეობაში ნაციონალების მხარდაჭერა