RED C - იმ ჩაატარა ახალი კვლევა მსოფლიო მასშტაბით, მისი მიხედვით, 2005 წლიდან 2012 წლამდე, ირლანდიას ყველაზე დიდი ვარდნა აქვს რელიგიურებიდან - დარწმუნებულ ათეისტობამდე.
საინტერესოა რომ კვლევაში არის საქართველოც (მონაცემები მიაწოდა კომპანია GORBI - იმ, პირისპირ გამოკითხა 1000 ადამიანი)
1000 გამოკითხული:
84% - რელიგიური
12% - არარელიგიური (ვინც ნაკლებად ესწრება წირვა-ლოცვას და ა.შ. თუმცა შეიძლება წამდეს, ან არ წამდეს)
1% - დარწმუნებული ათეისტი3% - არ ვიცი/პასუხი არ მაქვს
http://redcresearch.ie/wp-content/uploads/...ism-25-7-12.pdf (გვერდი 14)
საქართველოზე გვაქვს კიდევ ძველი 2002 წლის გამოკითხვა სხვა კვლევით:
მართლმადიდებელი ქრისტიანი 83.9%,
მუსულმანი 9.9%,
სომხური-გრეგორიანი 3.9%,
კათოლიკე 0.8%,
სხვა 0.8%,
არცერთი 0.7% გარდა ამისა კვლევამ დაადგინა, რომ რაც უფრო ღარიბია მოსახლეობა, მით უფრო მორწმუნეა, მათ შორის მოხვდა საქართველოც, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შემოსავლით და ბევრი მორწმუნით. (გვერდი 13, მარცხენა ზედა კუთხეში)
რაც შეეხება ირლანდიას, ვარაუდობენ რომ მათზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანი კათოლიკე მღვლდების მიერ პატარა ბავშვების გაუპატიურების ფაქტებმა და შემდეგ ეკლესიის მიერ ამ ფაქტების დამალვამ, ვრცელი სტატია ამ თემაზე:
http://www.belfasttelegraph.co.uk/news/loc...y-16195112.html